11 თებერვალს უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც ხარკოვში ჩატარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, მისი ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა და ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა დიდი ქეიფი გამართეს ელიტარულ გოლფის კლუბ შუპერიორ Superior Golf & Spa Resort–ში. დროსტარების შემდეგ იქვე დარჩნენ ღამის გასათევად.
უნდა აღინიშნოს, რომ კლუბის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვრამდე, სულ რაღაც, 30 კილომეტრია. ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ 11 თებერვლის საღამოს დასავლურმა მედიამ მთელ მსოფლიოს აცნობა, რომ ჯო ბაიდენი და აშშ-ის ხელმძღვანელობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას მომავალი კვირის დასაწყისში ელოდნენ.
როგორც ჩანს, ზელენსკის მაიცდამაინც არ სჯერა “რუსეთის შეჭრის”. საჯარო გამოსვლისას მან მოითხოვა, წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს, მაგრამ, თუ ასეთი მტკიცებულებები არ აქვთ, მაშინ ყველას თავშეკავება ურჩია. საჯარო საქმეები რომ “მოითავა”, თავის გარემოცვასთან ერთად რესტორანს მიაშურა და ელიტური და ძვირი სასმელ-საჭმელი არ მოუკლიათ. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა კლუბის ტერიტორიაზე არსებული ყველა კამერა გათიშეს და “სამალიარო” სკოჩიც გადააკრეს, რათა ვიდეოკადრები ჟურნალისტების ხელში არ მოხვედრილიყო.