Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): გეიაღლუმებისა და მამათმავლობის თავსმომხვევი სამყარო ჩვენი არჩევანი ვერ იქნება!

მამა გიორგი (რაზმაძე): გეიაღლუმებისა და მამათმავლობის თავსმომხვევი სამყარო ჩვენი არჩევანი ვერ იქნება!

120

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში, რომელიც 16 დეკემბერს გამოცხადდა, აღნიშნულია, რომ 2013 წლის 17 მაისს უხეშად დაირღვა ლგბტ პირთა მშვიდობიანი შეკრების უფლება. ასევე აღნიშნულია, რომ მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა, ხოლო სამართალდამცველებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვესდემონსტრანტებისუსაფრთხოება.

“უპრეცედენტო ძალადობა ლგბტ პირების მიმართ”, _ ასეა შეფასებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე ზუსტად 8 წლის წინათ განვითარებული მოვლენები. საქართველომ უნდა გადაიხადოს ჯარიმა _ 193 500 ევრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული სამართლებრივი სანქციები დაგვემუქროს. ჯარიმა იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ქვეყანაში გეიაღლუმის ხილვა. ლგბტ პირთა მოთხოვნებისა და უფლებების დაცვა _ ეს არის ბრძანება, რომელსაც იძლევა “დემოკრატიული დასავლეთი” ქართულ დემოკრატიაზე ზრუნვის მოტივით. ბრძანების შემსრულებელი, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდია, მუქარის ადრესატი კი _ ქართველი ხალხი. განაჩენში ხალხი მოხსენიებულია აგრესიულ ბრბოდ, რომლის გაკონტროლებაც ვერ შეძლო პოლიციამ. ასევე მოხსენიებულია საპატრიარქო და სასულიერო პირები… გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენა საკმარისი რესურსი “ბრბოს” წინააღმდეგ და თავისი როლი შემოფარგლა მხოლოდ დაშლის გეგმით, რაც თურმე გაეროს კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების უხეში დარღვევაა. რა დაუჯდება “სათანადოდ არ თუ ვერშესრულებული ვალდებულებები” საქართველოს და რა სადამსჯელო ღონისძიებებს უნდა ველოდოთ გეიაღლუმის ჩაშლისთვის, ამას კიდევ უფრო ნათლად დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ამთავითვე ცხადია: სამყარო, რომელიც მკაცრი, რეპრესიული რიტორიკით გვეუბნება, რომ ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან აბსოლუტურად შეუთავსებელი, ამორალური ცხოვრების წესის მიუღებლობისთვის დავისჯებით, ჩვენი “ისტორიული არჩევანი” არ არის. სოდომიის მქადაგებელი და ჩვენთვის თავსმომხვევი ევროპა საქართველოსთვის ბუნებრივი სივრცე ვერ იქნება.

რას ნიშნავს სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენთვის და რა პროცესებს გამოიწვევს ეს სამომავლოდ ქვეყანაში, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, 16 დეკემბერს სტრატსბურგის სასამართლომ გვითხრა, რომ 2013 წლის 17 მაისს გეიაღლუმის ჩაშლისთვის თითქმის 200 ათასი ევროს ჯარიმა უნდა გადავიხადოთ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ლგბტ დემონსტრანტები ვერ დაიცვააგრესიული ბრბოსგან”. თქვენი აზრით, რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება და რა იცვლება ამით რეალურად?

_ პირადად ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს სტარსბურგში და რომელი ლიბერალი მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ჯგუფის თვალში როგორ აღვიქმებით.

ეს ერთი და მეორე: მოულოდნელი არაფერი ყოფილა. რა თქმა უნდა, ევროსასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, სხვას რას ელოდით?! ვფიქრობ, ძალიან კარგია, როცა ლიბერალური დასავლეთი ასე ღიად, დაუფარავად გამოხატავს თავის პოზიციას და დამოკიდებულებას. კარგია, უწინარესად, საზოგადოებისთვის. ხალხი ამით კიდევ უფრო ნათლად ხედავს, რა ძალებთან გვაქვს რეალურად საქმე და საით მივყავართ იმ კურსს, რომელსაც, სულ ცოტა, 20 წელია, უცხოეთიდან დაფინანსებულმა პოლიტიკურმა და არაპოლიტიკურმა ძალებმა დაარქვეს ისტორიული არჩევანი. ყოველთვის ვამბობ და კიდევ მინდა, ხაზგასმით გავიმეორო, რომ ეს არის ტყუილი. გეიაღლუმებისა და მამათმავლობის თავსმომხვევი სამყარო ვერ იქნება ჩვენი არჩევანი, ეს ვისი არჩევანიცაა, იმ ხალხს შეუძლია, ადგეს და წავიდეს იქსაქართველო კი ამას არ მიიღებს რაც შეეხება ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქ ყველა ვხვდებით, რომ სტრასბურგის მხრიდან ზეწოლის მთავარი სამიზნე, საზოგადოებასთან ერთად, ხელისუფლებაა, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს მარტივი რამ: იმ ფონზე, როცა ლიბერალური დასავლეთი გაშმაგებით უტევს მას და ეუბნება: დასაჯე საკუთარი ხალხი, დაიჭირე, დაარბიე და დაატერორე, ოღონდ აუცილებლად ჩაატარებინე გეიაღლუმი, ამას შეიძლება მოჰყვეს სოციალური აფეთქება. უფრო სწორად, შეიძლება კი არა, აუცილებლად მოჰყვება და დარწმუნებული იყავით, რომ ის აუცილებლად დამთავრდება მმართველი ძალის პოლიტიკური აღსასრულით

_ თქვენი აზრით, რა პოზიციას დაიკავებს ხელისუფლება _ გაუძლებს ზეწოლას თუ დასავლეთის საამებლად სადამსჯელო მოქმედებებს დაიწყებს? სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ღარიბაშვილი დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს. ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაზეც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავს არავის დაუხრის და კანონისა თუ სამართლის აღსრულებისას ნებართვას არავისგან აიღებს

_ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ერთია რიტორიკა და მეორე _ რეალური პოლიტიკა. თუ ვერ დავინახავთ, რომ ხელისუფლება პრინციპულია და ლიბერალური დასავლეთის ბრძანებებით კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს ხალხის ინტერესებით, მაშინ ის დამაიმედებელი რიტორიკა ერთი-ათად მიუბრუნდებათ. ახლა აქვე მინდა, შევეხო იმ 15 ლგბტ ოპოზიციურ პარტიასაც, რომლებმაც თავის დროზე სიამაყით მოაწერეს ხელი გეიმემორანდუმს: ისმის ასეთი განცხადებები, რომ თურმე სტრასბურგმა უმძიმესი გადაწყვეტილება გამოიტანა და ამით ცა ჩამოგვექცა, სტრასბურგისა და ცისფერი კომისრების შეშფოთებააღშფოთება თქვენთვისაა მნიშვნელოვანი, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის და ტრადიციული საზოგადოებისთვის კი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. საერთოდ არ მაინტერესებს, რა წერია იმ თქვენს სათაყვანებელ კონვენციებში და შეთანხმებებში, რომლებსაც თქვენი დასავლელი მბრძანებლები წერენ. წერეთ და იკითხეთ, რამდენიც გინდათ.

_ სხვათა შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც გამოიწვია აჟიოტაჟი. ისინი აცხადებდნენ, რომ კარგი იქნება, თუ სტრასბურგი 5-6 ივლისის საქმეზეც ანალოგიურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

_ კარგი მათთვის რა იქნება და რაზე ოცნებობენ, ჩვენ ვიცით, მაგრამ როგორი დასკვნებიც უნდა დადოს სტრასბურგმა და რა მასშტაბსაც უნდა მიაღწიოს ისტერიკულმა შეშფოთებამ, მათ ოცნებებს აღსრულება არ უწერია. რაც შეეხება ქართველი ხალხის ნებას და სურვილებს, დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით, ჩვენ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ოჯახის სიწმინდეს, ეკლესიას, ტრადიციებს პატივს სცემს და ეს ძალა დაამთავრებს აქ გარედან დაფინანსებულ ყველანაირ სიბინძურეს. აი, ეს არის მათთვის ის გარდაუვალი უბედურება, რომლის მოახლოებასაც ხვდებიან და ამიტომაა ამხელა შფოთვა იმავე სტრასბურგიდანაც. სხვათა შორის, 5-6 ივლისის მოვლენები ახსენეთ და აქვე მინდა, ერთ მნიშვნელოვან თემასაც შევეხო: მოგეხსენებათ, 30-ზე მეტი ადამიანია ამ საქმეზე დაკავებული და, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები, უმეტეს ნაწილში, აბსურდულია, ბიჭებს ციხეში ტოვებენ. ხუთ თქვეზე მეტია, ისინი საპყრობილეში არიან და საბოლოოდ რა განაჩენს გამოუტანენ, კაცმა არ იცის. იცით, რატომ ხდება ეს ყველაფერი? _ იმიტომ, რომ ამერიკის საელჩო ითხოვს მათ დასჯას.

_ ამ საქმეში ამერიკის საელჩოს ჩარევაზე ბევრი ლაპარაკობს. რაში გამოიხატება ეს ყველაფერი?

_ დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იყო პირველი, რომელმაც თავის დროზე კატეგორიულად განაცხადა, _ დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონო. მან ეს რამდენიმეჯერ გაიმეორა და დღესაც ამას ამბობს; მეორე _ სასამართლო პროცესებს ყოველთვის ესწრება ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც ყველა დეტალს ინიშნავს. ჩნდება შეკითხვა _ რა უნდა უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელს სასამართლო პროცესზე? ვინ ეკითხება დიპლომატს, უცხო ქვეყანაში ვის როგორ ასამართლებენ, ეს ხომ რაღაც საერთაშორისო პოლიტიკური მნიშვნელობის საქმე არ არის?! სხვათა შორის, მახსოვს, თავის დროზე, როცა ზურა მახარაძე  და მისი თანამებრძოლები დაკითხვაზე დაიბარეს, იქაც მოძრაობდა ამერიკის საელჩოს მანქანა, ანუ მათ დაკითხვასაც ესწრებოდნენ და სრულად აკონტროლებდნენ ამ პროცესს. რაც შეეხება ხელისუფლებას, რომელსაც ბოლო პერიოდში ერთგვარი პოლიტიკური გაორება სჭირს და არ იცის, რა ქნას, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ღარიბაშვილის რიტორიკაში არის რაღაც ცვლილებები, სამაგიეროდ, პრეზიდენტი ზედმიწევნით ასრულებს მითითებებს…

_ რას გულისხმობთ?

_ ავიღოთ თუნდაც ეს ე.წ. შერიგება. ეს ხომ თავიდან ბოლომდე ქვეყნის გარედანაა ნაკარნახევი?! უბრალოდ, ზურაბიშვილს უთხრეს, რომ ახლა უნდა დასხდნენ და შეთანხმდნენ, თანაც ისე, რომ ამ ყველაფერს დაარქვან ხალხის ნება. გახსოვთ, ალბათ, რა თქვა მან მიღებაზე: ჩვენი ერთად დგომა საზოგადოებაში პოზიტივად იქნება აღქმულიო. რა თქმა უნდა, იცის, რომ არანაირ პოზიტივზე აქ არ შეიძლება საუბარი, მაგრამ რა ქნას

რაც შეეხება ევროპასა და მის “ღირებულებებს”, რომლებსაც ისტორიულ არჩევანად გვიცხადებენ, ევროპარლამენტი ცდილობს, კონტინენტზე აკრძალოს შობის დღესასწაულის აღნიშვნა, ოღონდ პანდემიის გამო კი არა, იმის გამო, რომ თურმე ეს დისკრიმინაციაა ევროკავშირის სივრცეში მცხოვრები სხვა რელიგიის წარმომადგენლების. წარმოიდგინეთ, ევროპაში სიტყვა “შობა” არ უნდა თქვა, უბრალოდ, უნდა თქვა “დღესასწაული”, ასევე, საუბრისას არ უნდა გამოიყენოთ ცნება “ქრისტეშობა” და ა.შ. აი, ეს არის მათი ე.წ. ინკლუზიური მიდგომა, რომელსაც დემოკრატიის სახელით გვახვევენ თავს, თუმცა, რაც უფრო შორს წავლენ ამ უზნეობაში, ამ არაადამიანობასა და ამორალურობაში, მით უფრო დაჩქარდება მათი იდეოლოგიური აღსასრული; მით უფრო გამწვავდება პროტესტი მოსახლეობაში და მიიღებენ კიდეც ძლიერ, შეუქცევად წინააღმდეგობას, რომელიც საბოლოოდ დასრულდება ჯანსაღი, ეროვნული ძალების გამარჯვებით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here