Home რუბრიკები საზოგადოება პრომეთეს ცეცხლი დაგწვავთ

პრომეთეს ცეცხლი დაგწვავთ

792

ბატონო პრემიერო!

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გენია, პიროვნების თავისუფლების ტრფიალი, ჰუმანიზმის უგვირგვინო მეფე, კავკასიის რაინდი, ქართული ტრადიციის მეხოტბე, ქართული ეროვნული სულის რენესანსის ავტორი, უახლესი ისტორიის გმირი, სამშობლოს თავისუფლებას მსხვერპლად შეწირული ღირსეული შვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (კოლხურ გენს არ ვაკადრებ, რომ ვთქვა პირველი და უკანასკნელი), სანამ საქართველო არსებობს, მასთან ერთად სიცოცხლეს განაგრძობს.


ამ არასრული ჩამონათვალის შემდეგ რამ გათქმევინათ შეურაცხმყოფელი ფრაზა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ, რამაც შეძრა ჩვენი გულები?

ბატონო ბიძინა!

ბოროტი ენები ამბობენ, რომ თქვენ გძულთ სამეგრელო. ძალიან ცუდად გამოგივიდათ ნათქვამი, რომ: «მარგველაშვილის სახით საქართველოს ბოლოსდაბოლოს ინტელიგენტი პრეზიდენტი ეყოლება.» ბალტიისპირეთში ვოიაჟის დროს ერთობ გაამძაფრეთ თქვენი ნათქვამი. არ გვინდა დავიჯეროთ, მაგრამ აღნიშნული ძლიერ ცუდი განწყობის ნიშანია თქვენი მხრიდან.

დიდი კონსტანტინეს ოჯახს ინტელიგენტობას უწუნებთ? ამაზრზენია. როდესაც საქართველოში ბევრმა სამშობლოს საზღვრებიც არ იცოდა, კონსტანტინე გამსახურდია განათლებას იღებდა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ისტორიამ შემოინახა მრავალი უტყუარი ფაქტი კონსტანტინეს მიერ საზღვარგარეთ ქართული ტრადიციის წარმოჩენის თაობაზე. ხოლო ზვიად გამსახურდია მაშინ, როცა მავანნი საბჭოთა კავშირის ნამსხვრევებს შესეულნი რუსული ეკონომიკით მდიდრდებოდნენ, საქართველოს სულიერ მისიას აქანდაკებდა.

მახსენდება ერთი ანეკდოტი: «მეგრელი და გურული შეხვდნენ ერთმანეთს. გურულმა მეგრელი გამოაჯავრა და უთხრა: ვინ გყავთ თქვენ? _ ერთი კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც მოთხრობა «დიდოსტატის მარჯვენა» დაწერაო. მეგრელმა უპასუხა: _ თუ კონსტანტინე გამსახურდიას «დიდოსტატის მარჯვენა» მოთხრობაა, მაშინ ეგნატე ნინოშვილის «გოგია უიშვილი» დეპეშა ყოფილაო». ეს _ დღევანდელ პოლიტიკოსებს (გარდა იშვიათი გამონაკლისისა).

ზვიად გამსახურდიაში პრომეთეს ცეცხლი გიზგიზებდა, მიახლოება დაწვავს მცირედთ. ის სამარიდან აგრძელებს ბრძოლას და იმ შეუდარებელ სიყვარულს, რომელსაც ქართველი ერი იჩენს მის მიმართ, სრული იშვიათობაა და ეს კლავს მრავალ მოშურნეს, მას არ აპატიეს სიდიადე.

თქვენ, ბატონო პრემიერო, გვმოძღვრავთ დემოკრატიაზე. მინდა გკითხოთ: რამდენად გამართლებულია, როცა თქვენს საპრეზიდენტო კანდიდატს, ბატონ მარგველაშვილს დაჰყვებით შეხვედრებზე და ბრძანებთ, აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ის იქნება პრეზიდენტიო. რომ არ გახდეს, მაშინ რა მდგომარეობა იქნება? ეს ხალხს ძალიან აღიზიანებს. მიდიხართ. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, გსურთ, პოლიტიკურ ეკალ-ბარდში დატოვოთ თქვენი, არც ისე მომხიბლავი პოლიტიკური გუნდი.

გთხოვთ, განათლება შეუმოწმოთ იმ ხალხს და არა ზვიად გამსახურდიას ხალხს, რომელზეც ლევან ბერძენიშვილი ამბობს: «კოალიციაში ყველანაირი ხალხია, მათ შორის წერა-კითხვის უცოდინარებიო». ისე ნუ წახვალთ.

კოლხეთის ღირსეული შვილების კორტნა საქართველოს მთავრობისთვის ყოველთვის მისაღები იყო. პარლამენტი სავსეა იოლად სამართავი ხალხით (მათი დონის გამო), ღირსეულთ უჭირთ არენაზე გამოსვლა.

ვაანალიზებთ რა მოვლენებს, ვასკვნით, რომ თქვენი მხრიდან არის მცდელობა, დღევანდელი ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბატონი ირაკლი ალასანია განზე გასწიოთ, თუმცა ის მოთმინებით, ეთიკის დაცვით, ვაჟკაცურად იტანს ყოველივეს, რამაც უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება. ის სრულყოფილი პოლიტიკოსია და არა «პლასტელინის კაცი» _ მარიონეტი. ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას არავის ვახვევთ თავს, მაგრამ ის იშვიათი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში.

ეროვნული მოძრაობის უდიდესი წარმომადგენლის, დიდი პიროვნების, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას საქართველოს განვითარების სანიმუშო გეგმა რატომ არ იქნა განსახილველად მიღებული? რომელ დემოკრატიას მივაწეროთ ეს? არა მგონია, ბევრი იყოს საქართველოში მასზე უკეთესი.

იქნებ ფული აგულიანებს ვინმეს, მაგრამ მაგონდება კურიონის სიტყვები: «დიდება ჩემთვის ოქრო და ფული კი არა, ოქროს მქონებლებზე ბატონობააო».

კოლხეთმა გულითადი მიღება მოგიწყოთ, შეგიყვარეს, ეიმედებოდით, მაგრამ თქვენგან სიცივე წამოვიდა. გულთბილია კოლხი, შუშის გალავანი არ დაგჭირდებათ, მობრძანდით!

ვწუხვართ, რომ ებრძვიან ქართულ ეროვნულ სულს, მთავარია მისი გადარჩენა, რისთვისაც იღვწოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. დღესაც ანათებს მათი ნათელი და ბოროტ სულს მიახლოებისას პრომეთეს ცეცხლი დაწვავს!

ფრთხილად!

დოდონა მარანელი

 

1 COMMENT

  1. ტანში,ჟრუანტელმა დამიარა და ამოტივტივდა ,მერაბ კოსტავას სიტყვები:ეროვნული მოძრაობა კი არ უნდა გინდოდეს შენი თავისთვის,არამედ შენი თავი ეროვნულ მოძრაობისთვის!ორივე სულიერმა ძმამ ღირსეულად შეასრულა ეს მოვალეობა,მერაბ კოსტავაც და ერთადერთი ლეგიტიმიური პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც , ზვარაკად შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას?!ბრავო,ბისს ავტორს

  2. ეს რომელი ალასანიაა, ქართველი „ჯარისკაცები" მეჩეთში რომ შერეკა მოლასთან? ეგ ალასანია სულგაყიდულია!

  3. ვინც დიდ კოსტანტინეს სახელს ხელყოფს მას ქართული სული არ გააჩნია! ხოლო ზვარაკად შეწირულ მერაბისა და ზვიადის სახელს და საქმეს ვერაფერს დააკლებს კაცმაცუნების ქოთ-ქოთი და კნავილი. რაც შეეხება ალასანიას, თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართულ ჯარში მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი ჯარისკაცები მსახურობენ? ცოტა თავები გააჯანჯღარეთ!!!!!!!!!!!!!!!!!

  4. კარგით რაა? ნუ დაისვით ეს კონსტანტინე და ზვიადი კერპებად. ზვიადის არანაირი დიპლომატიური და ქვეყნის მართვის შნო არ ჰქონდა. სწორედ ზვიადის მერე ისე დაიქცა ქვეყანა დღემდე ვერ დადგა ფეხზე. ის და მთელი მისი დინასტია და შთამომავლები არიან ფსიქიკურად დაავადებულნი. ამას ბევრი აღიარებს. ერთმანეთი თქვენ არ გიყვართ და თქვენ რა ასატანი და შესაყვარი ხალხი ხართ?
    თქვენი მეგრული აზრი თქვენთვის დაიტოვეთ, მე ჩემი გამოვთქვი ქართულად.
    ხო მართლა, მე რუსეთში ვცხოვრობ და რატომღაც მეგრელები, მარტო საქართველოში ხართ ქართველები. რუსეთში ქართული გავიწყდებათ და ეროვნებითაც მხოლოდ მეგრელები ხართ.

  5. ამ სტატიის ავტოპრი ტიპიური შეფარული იურა ღ$ვიუნჯილიაა სეპარატისტი მეგრული ენის და სეპარატიზმის მხარდამჭერი..ბიძინა ივანიშვილის ნათქვამებს სხვა ბოროტ ინტერპრეტაციებს უკეთებს..კი სამეგრელომ შვა ღირსეული შვილები საქართველოსი მაგრამ დიდი უმრავლესობა რო უღირსი ხართ მაგას რა დავარქვათ?? სულ უახლოეს წარსულში თქვენ თქვენვე მეგრელ ბავშვებს და ქალებს თურქეთის ბაზარზე ყიდდით და აუარებელ სიბინძურედსს სჩადიოდით, სჩადით დრესაც..მეგრული კუთხური ნაციონალიზმი შეიძლება გერმანელს ან ფრანგს ვერ დააჯერო მარა ქართველებს რას გამოაპარებთ? ტქვენ არ ხართ ხელისუფლებაში 80% შემადგენლობით უკვე თითქმის ერთი საუკუნეა? რა გაუკეტეთ ქვეყანას დაღუპვის გარდა? ზვიადი დიდი პაყტრიოტი იყო კი ამაზე არავინ დავობს მაგრამ როგორც პოლიტიკოის ის იყო აბსოლუტურად დილეტანტი და მაგან დაღუპა კიდეც ქვეყანა.. ნუ აიძულებთ ხალხს ზუსტი დასკვნა დაიწეროს ზვიადის მოღვაწეობის შესახებ და არა როგორც პიროვნების შესახებ.ჩაიგდეთ ენა მუცელში არამზადებო! ირაკლი ალასანიას კისერზეა ასობით მოპარული მილიონი დოლარი, მის კისერზეა სურენ სააკაშვილის გასაიდუმლო4ებული მხარდაჭერა და მის ანტიქართულ ბანდასთან გარიგება., რას გვიყვები ეხლა ზრაპრებს თქვე მართლა პარაზიტებო ტქვენ?? ჩაიგდეთ ენა მიცელში და გაასხით მანდედან..

  6. ლავრენტი ბერიას!რამ გაგაბოროტათ ასე?ზვიად გამსახურდიამ დაღუპა საქართველო თუ პუჩისტებმა რუსეთის ბალტინის ჯართან ერთად/თქვე მართლა უტვინო არამზადებო,23 წელი გავიდა რაც ჩამოაგდეთ იარაღით საქართველოს ჭეშმარიტი მამულიშვილი,რა პოლიტიკოსიც ჩამოათრიეთ შევარდნაძის სახით ,ის მიიღეთ,აფხაზეთი და სამაჩაბლო დეფაქტო მიართვა ედიკამ რუსეთს,სკამში გაუცვალა,რომელიც მიშაგარეკილმა დეიურე გაუფორმა რუსეთს!დიახ,ჩვენც საზოგადოებამაც დავაშავეთ,რომ 24საათიანი ღეჟიმში მთავრობის სახლი არ დავიცავით,მასინ ისმოდა სიტყვები,ჩვენ ავირჩიეთ და თვითონ მიხედოს საქმესო???ეს საბჭოთა მენტალობა იყო,ამ დროს ბალტიის ხალხი ქუჩაში იდგა და თავის პარლამენტს იცავდა და ბოლომდე დაიცვა!ჩვენ……?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here