დიდ ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა, როგორც გაერთიანებამ, თავი ამოწურა. ჟურნალისტმა შერელ ჯეიკობსმა The Telegraph–ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამ გაერთიანებას “სამართლებრივი მზაკვრობით შეფუთული დისნეისეული ზღაპარი” უწოდა.
ბრიტანელმა ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისმა ქვეყანამ დროულად მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების შესახებ. მისი თქმით, ყოველდღიურად ხედავს ნიშნებს, რომ ლონდონი მართებულად მოიქცა, როცა გაქცევის შესაძლებლობა მიიღო და გამოიყენა.
ჯეიკობსის თქმით, ევროკავშირი ამჟამად გლობალური კრიზისის წინაშეა და ეს კრიზისი ისეთი მძლავრი დარტყმა იქნება, რომ ევროკავშირის არსებობას ეჭვქვეშ დააყენებს. ამას გამოიწვევს რამდენიმე შეცდომა, რომლებსაც ბრიუსელი რეგულარულად უშვებს. ევროკავშირი ძალიან ხშირად ერევა თავისი წევრი ქვეყნების ეკონომიკაში. ამით ის მათ ზრდას ანელებს. ამასთანავე, ევროკავშირს გაუჩნდა ამბიციები და პრეტენზია აქვს, რომ გლობალური მნიშვნელობის მოთამაშეა, მაგრამ რეალურ ლიდერებთან (როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი) კონკურენცია არ შეუძლია. ბოლო დარტყმა კი პანდემია აღმოჩნდა. სწორედ პანდემიამ წარმოაჩინა, როგორი არასრულყოფილია ევროკავშირის სტრუქტურა. მისმა ხელმძღვანელობამ ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც დააჩქარებს ევროკავშირის დაშლას.
ევროკავშირი, დიდი ხანია, არაეფექტურ და მოუქნელ მანქანად იქცა. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ მისგან სარგებელი ძალიან ცოტაა.
news.front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ