რუსეთს არ შეუძლია, ხელი შეუშალოს უკრაინისა და ნატოს დაახლოებას, მაგრამ გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა შედეგების მინიმიზებისთვის. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
“ჩვენ არ შეგვიძლია ამას შევეწინააღმდეგოთ და ეს შეუძლებელიც არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ნაბიჯების მინიმიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში უკრაინისა და ნატოს დაახლოების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი გააკეთდებს ყველაფერს, რაც საჭიროა”, _ განაცხადა პესკოვმა.
ipn.ge