საფრანგეთი უპრეცედენტო დიპლომატიურ კრიზისშია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიასთან _ 17 სექტემბერს ორივე ქვეყნიდან ელჩები გაიწვია საკონსულტაციოდ.
პარიზი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ადანაშაულებს, რომ მან საფრანგეთს ზურგში დანა ჩაარტყა, როცა ქვეყანა ავსტრალიისთვის წყალქვეშა ნავების მიწოდების შეთანხმებას ჩამოაშორა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებმა: სკოტ მორისონმა და ბორის ჯონსონმა 15 სექტემბერს განაცხადეს ახალი სამმხრივი კავშირის შექმნის შესახებ წყნარ ოკეანეში, ალიანსს AUUKUS-ი (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) უწოდეს.
კანბერამ უარი თქვა საფრანგეთთან გარიგებაზე, რომლის მეშვეობითაც ამ ქვეყნისგან 12 დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი უნდა ეყიდა, მის ნაცვლად ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავებს მიიღებს ჩინეთთან დასაპირისპირებლად.
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ