Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში უხვად იწარმოება…

საქართველოში უხვად იწარმოება…

176

ასეთი სათაური მკითხველს წამიერად დადებითი ემოციით დამუხტავს; წერილის წაკითხვის შემდეგ კი

დიახ, საქართველოში უხვად იწარმოება ლაქლაქი, ლაყბობა, სიცრუესიყალბე, მიტინგპროტესტები, ურთიერთქიშპობა, ცემატყეპა, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების უსირცხვილოდ ფალსიფიკაცია, მავანთა სურვილებით მათი გადაკეთგადმოკეთება; ფალსიფიცირებულია გუშინდელი ფაქტებიც კი.

თურმე 2008 წლის აგვისტოს ომი, სააკაშვილს კი არა, რუსეთს დაუწყია. მას ჩაუხოცავს გაეროს და ეუთოს ეგიდით ცხინვალში მშვიდობისმყოფელებად ჩაყენებული რუსი ჯარისკაცები; თვალში ნაცრის შეყრის კლასიკური მაგალითია ეს, რასაც აშშ დირიჟორობს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოსთან ერთად.

* დიახ, უხვად იწარმოება ცილისწამება, კანონურჩობა, წესრიგისა და დისციპლინის აბუჩად აგდება; სასამართლოს უსუსურება თეთრის შავისაგან გარჩევაში; რეკორდულად იზრდება ყაჩაღობა, ქურდობა, კორუფციამექრთამეობა, ძალმომრეობა და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, კაცის კვლა.

* დიახ, საქართველოში უხვად იწარმოება უმუშევრობა, სიღატაკე, მათხოვრობა, სახელმწიფოებრივი ბიუროკრატია, სახელმწიფო მოხელეთა გაუმაძღრობა; აშკარაა დეპატრიოტიზაციის, დეჰუმანიზაციის საშინელი ზრდა.

* დიახ, დღეს საქართველოში საბჭოურ წლებთან შედარებით 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი არამწარმოებლურ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა, დავივიწყეთ მე-18 საუკუნის ცნობილი ინგლისელი ეკონომისტთეორეტიკოსების აქსიომური შეგონება: “რომ იარსებო, უნდა აწარმოო”.

* დიახ, კვლავაც გრძელდება და მატულობს ქართველთა გადინება საზღვარგარეთის ქვეყნებში, სანაცვლოდ საქართველოში მოილტვიან უცხოტომელები; რა არის ეს, თუ არა ქვეყნის თვითმკვლელობა? საშინელებაა! 1989 წელს 5,5 მილიონი ვიყავით, დღეს კი 4 მილიონიც არ ვართ. ქართველთა დემოგრაფიული კრიზისი კვლავ გრძელდება.

* დიახ, საბჭოური საქართველოსგან განსხვავებით, 5-ჯერ და მეტად არის გაზრდილი პოლიციელთა, სამართალდამცველთა, საინფორმაციო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა, მაგრამ შვება მაინც არ ჩანს. ტრაგედიაა ეს!

* დიახ, ზღაპრულ დონემდეა გაზრდილი და კვლავაც იწარმოება აშშ-დასავლეთის მიერ მოსყიდული დოლარ-გრანტ-ძღვენიჭამია ვაიჟურნალისტთა და ათასი ჯურის არასამთავრობო ორგანიზაციათა რაოდენობა; ახლახან, 5-6 ივლისის მოვლენების დროს, მათი მავნე საქმიანობა ნათლად ვიხილეთ.

* დიახ, მრავალი წელია, საქართველოში უხვად იწარმოება ზიზღი, სიძულვილი, მტრობა, რუსოფობია, რომელიც ტრაგედიათა სერიალების სახით უკანვე გვიბრუნდება. გავიხსენოთ თუნდაც ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა და უნაყოფოდ გაწირული ჩვენი შვილების სიცოცხლე.

* დიახ, იზრდება და ღრმავდება აშშ-დასავლეთის მიერ საქართველოსთვის თავს მოხვეული გეოპოლიტიკური სიბრმავე, ანუ “ნატოში მინდას” ქაქანი. ცნობისთვის: საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები გეოპოლიტიკურად ვერ დააბრმავეს. ახალქალაქელი სომხების თავკაცს, აღასი არაბიანს, წლების წინათ გაცხადებული აქვს: “თუ საქართველო ნატოში შევა, ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას ჯავახეთის გამოსაყოფად” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #3, 2012, გვ. 11).

* დიახ, ქართული მიწაწყლის ათიათასობით ჰექტარი უცხოტომელებზეა გაყიდული და ამ საშინელებას ბოლო არ უჩანს. შემაშფოთებელია ინგლისური ენის მზარდი ზეწოლა ქართულ ენაზე; ქართული ენის უჩვეულოდ მზარდი გადატვირთვა უცხო სიტყვებით.

* დიახ, საქართველოში უხვად იწარმოება აშკარად ყალბი, ხელოვნური და საზოგადოების გამაღიზიანებელი სიცილ-ხარხარი, რომელიც შაბათობით, საღამოს 10-ის ნახევარზე, საზოგადოებრივი ტელეარხის ეკრანიდან უხვად იფრქვევა. იღიმება, იცინის, ხარხარებს, ხითხითებს, ზოგჯერ თუხთუხებს კიდეც კაცების ოთხეული, ვითარცა ფქვილნაკლული ღომის მასა თუჯის ქვაბში და თანაც ისე ყალბად, რომ კაცს პროტესტის გამოხატვა მოუნდება…

ღიმილი, სიცილი თუ ხარხარი ადამიანური გამოხატულებაა _ ბუნებრივია და გამართლებულია, მაგრამ ის, რასაც “კაცები” აფრქვევენ, ყალბი და გულისამრევია…

საკითხი, რომელიც მე წამოვჭერი სრულყოფისაგან შორსაა; დანარჩენი თქვენ განაგრძეთ, პატივცემულო მკითხველო!

გივი გურეშიძე,ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here