Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო ნატოს წევრია!

საქართველო ნატოს წევრია!

218

ეს როგორ?! _ გაოცებით იკითხავს მავანი. დიახ, საქართველო ნატოს წევრია, მაგრამ არა დე იურე, არამედ დე ფაქტო წევრი, თანაც წლების მანძილზე.

წარმოგიდგენიათ, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დე ფაქტო წევრი, საქართველო უფრო სიღრმისეულად და ნაყოფიერად ემსახურება ნატოსა და აშშ-ის ინტერესებს, ვიდრე თვით ნატოს ნებისმიერი დე იურე წევრი ქვეყანა.

მრავალთა შორის მოვიყვან რამდენიმე ფაქტს, რომლებიც საქართველოს ნატოს დე ფაქტო წევრობას ნათლად ადასტურებს:

* პირველი _ საქართველო საზარბაზნე ხორცად აზია-აფრიკის ქვეყნებში აშშ-ნატოს ინტერესებს ერთგულად ემსახურება;

* მეორე _ თავისი ბრმა, გაშმაგებული რუსოფობიით, ე.ი., რუსეთის მისამართით ზიზღის, სიძულვილისა და მტრობის გამოხატვით საქართველო გულს უხარებს აშშ-ს, რომელიც რუსოფობიის გაძლიერებით ძალიან არის დაინტერესებული;

* მესამე _ საქართველო ნატოს წევრი ქვეყნების საზღვაო თუ სახმელეთო ძალების გახშირებული წვრთნების პოლიგონადაა გადაქცეული, საქართველოს სამხედრო ძალების თანამონაწილეობით;

* მეოთხე _ საქართველო ნატოს წევრი ქვეყნების სამიტებში მონაწილეობს;

* მეხუთე _ აშშ ნატოს დე იურე წევრი ქვეყნების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ისე სიღრმისეულად ვერ ერევა, როგორც ამას ბედკრული საქართველოს მიმართ აკეთებს. აშშის ელჩი, ქალბატონი დეგნანი, საქართველოს ხელიდან ხელში ისე აგუნდავებს და აბრტყელებს, ვითარცა დიასახლისი მჭადის ცომს კეცზე დაკვრის წინ.

განა აქ ჩამოთვლილი და ბევრი სხვა სინამდვილე არ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო უკვე არის ნატოს დე ფაქტო წევრი ქვეყანა?

დასკვნა: ნატოს დე იურე წევრად საქართველოს აღარ მიიღებენ, რადგან ის ისედაც კარგად ემსახურება აშშდასავლეთის ვერაგულ ინტერესებს; რუსეთს ზედმეტად რატომ გააღიზიანებენ?!

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here