უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებას, რომ უნდა დაჩქარდეს უკრაინის შესვლა ნატოში, ფრანგი მოქალაქეების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
საფრანგეთის მოქალაქეების აზრით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მიღება სიგიჟეა. ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს ერთ-ერთმა მკითხველმა გაიხსენა დაპირება, რომ ნატომ თავის რიგებში არ უნდა მიიღოს ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები და აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება მალე დაირღვა.
მეორე მკითხველის აზრით კი, ნატოში უკრაინის ინტეგრაცია იქნებოდა სიგიჟე, რომელიც “ომს გამოიწვევდა რუსეთთან”. კიდევ ერთმა ფრანგმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის არაერთხელ უთხრეს, რომ ნატოში უკრაინის შესვლა შეუძლებელია.
news-front.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ