Home სხვადასხვა დაიჯესტი საიდუმლო არმია: აშშ-ის პროფესიონალი მკვლელები მსოფლიოს ყველა კუთხეში მოქმედებენ

საიდუმლო არმია: აშშ-ის პროფესიონალი მკვლელები მსოფლიოს ყველა კუთხეში მოქმედებენ

197
საიდუმლო არმია: აშშ-ის პროფესიონალი მკვლელები მსოფლიოს ყველა კუთხეში მოქმედებენ

ჟურნალ Newsweekის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულმა გამოძიებამ, რომელმაც გამოამზეურა აშშის არმიის სპეცოპერაციების ჭეშმარიტი მასშტაბები, ამერიკულ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია.

ექსპერტთა აზრით, აშშ-ის საიდუმლო არმია, რომელიც დღეს უხილავი ფრონტის 60 ათასამდე მებრძოლს ითვლის, კერძო კომპანიების კონგლომერატს წარმოადგენს. ეს არის უამრავი ფირმა, კომპანია და ცალკეული ინდივიდუუმები ათობით ყალბი პასპორტით, რომლებიც კონტრაქტით მუშაობენ სამხედრო უწყებაში. მათი დანახვა ჯიუტად არ სურს არც კონგრესს, არც სენატს და არც ამერიკის იუსტიციას.

როცა ამერიკელი პოლიტიკოსები ნოტაციებს უკითხავენ სრულიად მსოფლიოს ზნეობის თემაზე, ამერიკის საიდუმლო ქვედანაყოფები ფეხქვეშ თელავენ ჟენევის კონვენციასა და ცივილიზებული სამხედრო მოქმედებების ყველა წესს. “განა ეს არ არის მსოფლიო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა? განა ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა?.. რაში გამოიხატება პატიოსნება და სამართლიანობა, რომელთა პროპაგანდასაც ეწევა ამერიკის შეერთებული შტატები?” _ ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ამერიკელი საზოგადოების რეაქცია.

Newsweek-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკელ მეომარზე შექმნილი ნათელი ხატებისგან, რომელსაც მსოფლიოს ხალხებისთვის დემოკრატიის ფასეულობები მოაქვს. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის ავტორის მონაცემებით, პენტაგონის მიერ საიდუმლოდ დაქირავებულთა დიდი ნაწილი ყოფილი სპეცრაზმელია. რას აკეთებენ ისინი ფარულად? მშვიდობიანი მოსახლეობის დაუსჯელი მკვლელობები, წამება, ადამიანების მოტაცება, დივერსიები და ტერორისტული აქტები _ აი მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სრული ასორტიმენტი.

“ამერიკელებთან შედარებით რუსები და ჩინელები, უბრალოდ, მოყვარულები არიან, მაგრამ პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ყველაფერს მათ აბრალებენ, რათა ამერიკულ სპეცსამსახურებს ყურადღება ააცილონ “, _ მიაჩნია სტატიის ერთ-ერთ კომენტატორს. “Newsweek-მა თავი უნდა დაანებოს სახელმწიფო საიდუმლოებებში ცხვირის ჩაყოფას”, _ ეკამათება მას მეორე. ბევრი ამერიკელი კი სვამს კითხვას: როგორ დაიბეჭდა ასეთი სტატია _ “ჟურნალისტიკა მოღალატეობის ზღვარზე” _ პოპულარულ გამოცემაში?

კითხვა მართლაც საინტერესოა. ერთი მხრივ, ის, რომ ამერიკელები აწყობენ სამხედრო პუტჩებს, ტერაქტებსა და დივერსიებს მთელ მსოფლიოში, მაინცდამაინც დამალული არ ყოფილა, ამერიკულ კიბერმეომრებსა და მათ საინფორმაციო ფსიქიკურ შეტევებზე 10 წლის წინათ წერდა ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი. ამერიკული “უხილავი სპეცრაზმელების ისტორია აფრიკაში” წარმატებით გამოიკვლია Politico-მ.

ნობელის პრემიის ლაურეატი ბარაკ ობამა თავისი პრეზიდენტობის დასაწყისშივე გასცემდა ბრძანებებს მსოფლიოს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასშტაბური კიბერშეტევების განსახორციელებლად. ამერიკელთა ყველაზე ცნობილი ციფრული დივერცია იყო კომპიუტერული ვირუსის, Stuxnet-ის, შექმნა, რასაც ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურები კურატორობდნენ. ამ ვირუსმა არა მხოლოდ შეაჩერა ირანის ატომური ცენტრაფუგის შექმნა, როცა სასიკვდილო საფრთხე შეუქმნა ადამიანებსა და ბუნებას, არამედ შემდეგ სრულიად მსოფლიოს მოედო.

საიდუმლო არმია: აშშ-ის პროფესიონალი მკვლელები მსოფლიოს ყველა კუთხეში მოქმედებენ

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანოვი ამერიკელმა სამხედროებმა 2020 წელს ბაღდადში მოკლეს _ დემონსტრაციულად, სასტიკად, მსოფლიოს თვალწინ. ასეთი რამ სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს რომ გაეკეთებინა, მას ამერიკელები მყისვე დაადანაშაულებდნენ საერთაშორისო ტერორიზმში. მეორე მხრივ, Newsweek-ის სტატია სავსეა კონკრეტული დეტალებით, როგორ ახორციელებენ დაქირავებულები თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებს. ავტორი დაპატიმრებული მზვერავების მაგალითებზე (მათ შორის რუსეთსა და ჩინეთში დაპატიმრებული მზვერავების) მკითხველებს მოუთხრობს სიახლეებზე ტექნოლოგიების სფეროში, საიდუმლო შიფრებზე, დოკუმენტების გაყალბებასა და ბიომეტრიის ფალსიფიკაციაზე; მოკლედ, გასცემს ხელობის საიდუმლოებებს.

მასალის გამოქვეყნების მიზეზი, ალბათ, არის ის, რომ დღეს საიდუმლო არმია მოქმედებს არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ აშშ-ის ტერიტორიაზეც. აქ მის სამიზნეში ამერიკის მოქალაქეები ხვდებიან. სწორედ ამაშია გამოძიების სენსაციურობა. ის ნაკარნახევია არა იმდენად უცხოელებზე ზრუნვით, რომლებსაც ამერიკელი დაქირავებულები უცხოეთში კლავენ, არამედ თავიანთ სიცოცხლეზე შიშით.

ჟურნალისტი უილიამ არკინი აღწერს მერილენდში მოქმედი ერთ-ერთი კერძო კანტორის თანამშრომლის მოღვაწეობას. ის დიდი რაოდენობით ამზადებს ყალბ პირადობისა და მართვის მოწმობებს, ანგარიშებს, აყალბებს საკრედიტო ისტორიებს _ მოკლედ, თხზავს ლეგენდებს საიდუმლო არმიისთვის. ამ სრულიად უკანონო პროცესში მონაწილეობენ: სახელმწიფო დეპარტამენტი; ბანკები; შტატების მთავრობები; სადაზღვევო კომპანიები, თავდაცვის სამინისტრო.

არკინი წერს, რომ ყალბი პირადობის მოწმობის მფლობელები მოქმედებენ აშშ-ის შიგნითაც და ამერიკის მოქალაქეების საქმიანობას უთვალთვალებენ. კომენტატორები სვამენ კითხვას: შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საიდუმლო არმიას არ მიუსევს თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს _ “ექსტრემისტებსადათეთრ სუპერმარქსისტებს”?

ბოლო პერიოდში ამერიკელებს მართლაც ბევრი კითხვა დაუგროვდათ ხელისუფლების მიმართ. ქვეყანაში რეკორდული ტემპით იზრდება მკვლელობების რაოდენობა, მათი უმრავლესობა კი გამოუძიებელია. იღუპებიან არა მხოლოდ რიგითი ადამიანები, არამედ ჟურნალისტები, პოლიტიკური აქტივისტები, მეცნიერები.

2020 წლის ზაფხულში მოკლეს პოლიტიკური აქტივისტი, ტრამპის შავკანიანი მხარდამჭერი ბერნი ტრემელი; მკვლელები ჯერ კიდევ არ უპოვიათ. ერთი თვის შემდეგ ანტიფას წარმომადგენელმა პორტლენდში გამართულ მიტინგზე მოკლა ტრამპის მომხრე; ეშლი ბებიტი პოლიციელმა მოკლა 6 იანვარს კაპიტოლიუმში; მეორე დღეს დაუდგენელი მიზეზით მოიკლა თავი ტრამპის კიდევ ერთმა მომხრემ _ კრისტოფერ სტენტონ ჯორჯიამ. არავინ იცის, რატომ; თავი მოიკლა კაპიტოლიუმის მცველმა ჰოვარდ ლიბენჰუდმაც; გასულ წლის ივნისის დასაწყისში თავი ჩამოიხრჩო 39 წლის ჟურნალისტმა ქალმა ჯეს უოტერსმა; ერთი კვირის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, 52 წლის ენტონი შინელუ; 2018 წელს აშშ-ში თავი მოიკლა მსოფლიოში ცნობილმა ფიზიკოსმა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინოვატორმა და მულტიმილიონერმა ჟენ შუჩენმა; წელიწად-ნახევრის შემდეგ პიტსბურგში მოკლეს ცნობილი ვირუსოლოგი ბინ ლუ. პანდემიიის აფეთქებისას ის მეცნიერების მოწინავე პოზიციაზე იბრძოდა _ კორონავირუსის მექანიზმს სწავლობდა. მისი მკვლელი სადღაც გაქრა. ამბობდნენ, რომ თავი მოიკლა. საზოგადოებას მყისვე მიაწოდეს ვერსია, რომ ბინ ლუ ეჭვიანმა საყვარელმა მოკლა. ვერაფერს იტყვი, სარწმუნოა. ჩინელები ასეთები არიან.

ეს ყველაფერი ჰგავს მასშტაბურ რეპრესიებს, ხოლო “თვითმკვლელობები” _ საიდუმლო არმიის მიერ შესრულებულ სალიკვიდაციო ღონისიძიებებს. ლაპარაკი აღარ არის ისეთ გახმაურებულ ტერაქტებზე, როგორიცაა 11 სექტემბერის ტერაქტი ან მასობრივი დახვრეტები. მათ მიმართ ამერიკელებს ბევრი კითხვა დაუგროვდათ. მაგალითად, ბევრი მიიჩნევს, რომ დახვრეტების შემსრულებლები იყვნენ პროფესიონალი სამხედროები. ტერაქტების შემდეგ ისინი ტექნიკურად გაჰყავთ დანაშაულის ადგილიდან და უცვლიან პირადობის დამადასტურებელ საბუთებს.

შეიძლება, ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ არკინის სტატია წარმოდგენას იძლევა სპეცსამსახურების თანამშრომელთა ფართო შესაძლებლობებზე.

ამ საკითხებზე კითხვების დასმა სიკვდილის ტოლფასია. 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა, ჟურნალისტმა მაიკლ რუპერტმა 2014 წელს თავი მოიკლა. 2 წლის შემდეგ ანალოგიური რამ ჩაიდინა რეჟიმის კიდევ ერთმა კრიტიკოსმა, ჟურნალისტმა ვიქტორ ტორნმა.

ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო (DHS) ამტკიცებს, რომ მთავარ ტერორისტულ საფრთხეს წარმოადგენენ “თეთრი სუპერმარქსისტ-ექსტრემისტები”. ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით _ აშშის კონტრდაზვერვამ თავის მთავარ მტრად ამერიკის ყველა თეთრკანიანი მამაკაცი დაასახელა.

ძნელია, არ დაეთანხმო Newsweek-ის ვებგვერდის ერთ-ერთ კომენტატორს, რომელიც წერს: “ჩვენი მთავრობა იმაზე მეტად სახიფათოა ჩვენი ხალხისთვის, ვიდრე ყველა უცხო ქვეყანა”. მის აზრს ავითარებს მეორე, რომელიც უფრო მკვეთრია შეფასებებში: აშშ _ ეს არის ფაშისტური დიქტატურის ქვეყანა, რომელსაც მართავს რამდენიმე ოჯახური კლანის კარტელი. უზარმაზარი საიდუმლო არმია, ყოვლისმომცველი სათვალთვალო სისტემა, ყველაფერი, რაც წარსულის ტოტალიტარულ სახელმწიფოებში იყო”.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here