აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა ჰანტერ ბაიდენმა უკრაინიდან წამოღებული ფული ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში დახარჯა. ამის შესახებ მან თავის მემუარებში დაწერა, რომლიდან ამონარიდებიც სათაურით “შესანიშნავი საქმეები” გაზეთმა “ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა.
51 წლის ჰანტერ ბაიდენმა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა უკრაინის ბუნებრივი აირის კომპანია Burisma-ში, აღიარა, რომ წლების განმავლობაში იტანჯებოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. პრობლემები კი გაღრმავდა 2015 წელს ძმის, ბო ბაიდენის, გარდაცვალების შემდეგ.
ჰანტერ ბაიდენი წერს, რომ მანკიერი მიდრეკილების გამო დაინგრა მისი ქორწინება და რაღაც პერიოდის განმავლობაში მოტელებში ცხოვრობდა.
ჰანტერ ბაიდენი Burisma-ში 2014 წლიდან მუშაობდა ხელმძღვანელობის მრჩევლად და თვეში 50 ათასს დოლარს იღებდა. ჯო ბაიდენის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვეს. ისინი აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაზე ზემოქმედებაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინის ხელისუფლების გენპროკურორ ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა, რადგან მან Burisma-ს ფინანსური მაქინაციების გამოძიება დაიწყო. ამასთანავე, ჰანტერ ბაიდენი უკრაინის ბიუჯეტიდან ფულის მითვისებაში დაადანაშაულეს იმ პერიოდში, როცა მამამისი უკრაინას კურატორობდა.
Ru-an.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ