60-მდე გერმანელმა სასულიერო პირმა მოაწერა ხელი წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი არ ეთანხმებიან რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის (CDF) პოზიციას და ჯვარს დაწერენ ჰომოსექსუალრ წყვილებს.
“რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის (რომის კურიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. სულ ცხრაა _ ლ.მ.) მიერ ჰომოსექსუალთა დალოცვისა და ჯვრისწერაზე უარის თქმის შემდეგ ვიმაღლებთ ხმას და ვამბობთ: “ჩვენ კვლავ მივიღებთ ადამიანებს, რომლებიც ქორწინდებიან და დავლოცავთ მათ სამომავლო ურთიერთობას. ჩვენ უარს არ ვიტყვით ჯვრისწერის ცერემონიაზე”, _ ნათქვამია წერილში.
ავსტრიაში 350-მა მღვდელმსახურმა ვატიკანს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ისინი კვლავაც დაწერენ ჯვარს ჰომოსექსუალურ წყვილებს. “განდგომილებს” მხარი დაუჭირა ჩიკაგოს არქიეპისკოპოსმა ბლერ კუპიჩმა და ავსტრალიელმა არქიეპისკოპოსმა მარკ კოლრიჯმა. ბელგიის ეპისკოპოსმა კი განაცხადა, რომ “რცხვენია თავისი ეკლესიისა” და იმის გამო, რომ პაპმა ფრანცისკემ მოიწონა კონგრეგაციის აკრძალვა ერთი და იმავე სქესის წყვილების ჯვრისწერაზე.
როგორც ჩანს, კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილება მწიფდება, რადგან ჰომოსექსუალების ჯვრისწერის აკრძალვა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გააპროტესტეს.
news-front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ