Home რუბრიკები ისტორია “თუ ბათუმს დავკარგავთ, დავკარგავთ ამიერკავკასიას და, შესაძლოა, მთლიანად კავკასიასაც”

“თუ ბათუმს დავკარგავთ, დავკარგავთ ამიერკავკასიას და, შესაძლოა, მთლიანად კავკასიასაც”

1921 წლის მოსკოვის ხელშეკრულება და თურქეთის პრიორიტეტული მიმართულება კავკასიაში

მოსკოვის ხელშეკრულებას 1921 წლის 16 მარტს მოეწერა ხელი

100 წლის წინათ, 1921 წლის 16 მარტს, თურქეთის რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს (სსრკ) შორის ხელი მოეწერა უვადო შეთანხმებასმეგობრობისა და ძმობის შესახებ”.  სიმბოლური იუბილეს წინ თურქეთის პარლამენტში გაიმართა კონფერენცია თემაზეთურქეთისა და რუსეთის ურთიერთობა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 100 წლისთავზე”, რომელშიც თურქეთში რუსეთის ელჩიც მონაწილეობდა.

თურქეთში რუსეთის ელჩმა _ ანატოლი ერხოვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა იმხანად მძიმე მდგომარეობაში მყოფი საბჭოთა სახელმწიფოს წვლილი მსოფლიო რუკაზე თურქეთის რესპუბლიკის წარმოქმნის საქმეში, ოღონდ ამჟამინდელ საზღვრებში და არა ე.წ. სევრის შეთანხმების მიხედვით: მოსკოვის შეთანხმებაში აღნიშნულია საბჭოთა რუსეთის უარიყველანაირ ფულად ან სხვა ვალდებულებაზე, რომლებიც ადრე იყო გაფორმებული თურქეთსა და მეფის რუსეთის მთავრობას შორის, ის აუქმებს კაპიტულაციის რეჟიმს, აგრეთვე, განამტკიცებს ორივე მხარის მოქალაქეების მიმართ კეთილგანწყობის პრინციპს”. რუსეთის მხრიდან თურქეთის სუვერენიტეტის მხარდაჭერა ქაღალდზე არ დარჩენილა. შეთანხმების მომზადების პარალელურად მოსკოვში მუშაობდა სამხედრო კომისიაც, რომელშიც ჩართული იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და რევოლუციური სამხედრო საბჭოს წარმომადგენლები. საბჭოთა მთავრობას წარუდგინეს ჩამონათვალი იარაღის, საბრძოლო და სხვა მასალებისა, რომლებიც ძალიან სჭირდებოდა თურქეთს. მხარეებმა მოილაპარაკეს, უზრუნველეყოთ თურქეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის უსაფრთხოება. ცნობილია საბჭოთა რუსეთის წვლილი თურქი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ანტანტისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ომში თურქეთს მისი ჯარის მიერ გამოყენებული ვაზნების ნახევარზე მეტი, ყოველი მეოთხე შაშხანა, ყოველი მეოთხე ქვემეხი და ქვემეხისთვის საჭირო ყოველი მესამე ჭურვი საბჭოთა რუსეთმა მიაწოდა”.

საქართველოს მოსკოვის ხელშეკრულების შემდეგ
საქართველოს მოსკოვის ხელშეკრულების შემდეგ

თანამედროვე ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი თურქეთის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას დაახლოებით 80 მლნ თურქული ლირით (ოქროთი) დაეხმარა, რაც მეჯლისის 1920 წლის ბიუჯეტზე მეტი იყო.

საინტერესოა რუსი დიპლომატის მიერ მოყვანილი ციტატა წერილიდან, რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქმა ლენინს მისწერა: “თურქეთი გაცილებით ახლოსაა რუსეთთან, განსაკუთრებით ბოლო თვეების რუსეთთან, ვიდრე დასავლეთ ევროპასთან. თურქეთი არ გადაუხვევს თავისი კურსიდან საბჭოთა რუსეთის მიმართ და ყველა საწინააღმდეგო ხმა უსაფუძვლოა. გარწმუნებთ, რომ არასოდეს მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და არ შევალთ ალიანსში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიმართული იქნება საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ”.

სამწუხაროდ, პრაქტიკულ საქმიანობაში პოლიტიკოსები იშვიათად ხელმძღვანელობენ მადლიერების განცდით. 1941 წლამდე და მას შემდეგაც თურქეთის მიერ საბჭოთა კავშირთან დეკლარირებულიმეგობრობაუმეტესად იყო დემაგოგიური საფარველი (რომელსაც მალავდნენსაუკეთესო დრომდე”) ექსპანსიური საგარეო პოლიტიკური კურსისა, რომელიც მიმართული გახლდათ (და დღესაც ასეა) სსრკისთვისთურქულიტერიტორიების ჩამოჭრისკენ.

აქ აღსანიშნავია 1940 წლის მარტ-აპრილში თურქი, ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების სამზადისი (“შუბის წვერი”) ამიერკავკასიაში შემოსაჭრელად. სხვათა შორის, 1920-იანი წლების დასაწყისში ბოლშევიკებთან პოლიტიკური “რომანის” პარალელურად ბექირ სამი ბეის (“კუნდუხი”) მისია აქტიურად ცდილობდა კავშირის დამყარებას ლონდონთან. 1921 წლის საფრანგეთ-თურქეთის შეთანხმებით, გუშინდელმა “აღმოსავლეთში მსოფლიო რევოლუციისთვის მებრძოლებმა” სვლა დასავლეთისკენ განაგრძეს.

ათათურქისა და გრაფ სფორცას ურთიერთობამაც მოიტანა შედეგი, როცა სფორცამ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა _ იანვარში თურქეთის მეჯლისის მუშაობის დაწყებისთანავე მისი პირველი წარმომადგენლობა ევროპაში, სახელდობრ, რომში გაიხსნა. იმ პერიოდის სამსახურებრივი მიმოწერა ადასტურებს, რომ მოსკოვმა იცოდა თურქეთის სამთავრობო წრეებში ანტანტასთან კავშირის მომხრეთა არსებობის შესახებ. მაგალითად, ტრაპეზუნდში საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი ასტახოვმა 1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა კავშირის იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი ჩიჩერინს ასეთი შინაარსის ტელეგრამა გაუგზავნა: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქემალისტები ფრთხილად აგებენ ხიდს ანტანტის ბანაკში გადასასვლელად ან, ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირთან კავშირის გასაწყვეტად”. რსფსრში თურქეთის ელჩი ალი ფუადი (ჯებესოი) კი წერდა, რომ თურქეთი, დიდი ხანია, დარწმუნებულია მაქსიმალური სარგებლის მიღებაში მოსკოვის ხელშეკრულებიდან. პრაგმატული მოტივი უცხო არ ყოფილა არც ბოლშევიკებისთვის, რომლებიც მოითხოვდნენ, ერთი მხრივ, არ დაეშვათ შავი ზღვის სრუტეების ოკუპაცია და თურქეთის ტერიტორიაზე ანტისაბჭოთა პლაცდარმის შექმნა და, მეორე მხრივ, ბარიერი შეექმნათ მტრულად განწყობილი ქვეყნებისთვის, რომლებიც ბაქოს ნავთობის ხელში ჩაგდებას ლამობდნენ.

1991 წელს, სსრკის შემდეგაც, არ შეცვლილა ახლა უკვე ნატოს წევრი თურქეთის გეოპოლიტიკური პრიორიტეტები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. არასოდეს განელებულა თურქი მეზობლების ინტერესი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს, კერძოდ, აჭარისა და ბათუმის პორტის _ მთელი შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რაიონის _ მიმართ. დამყოლმა პოლიტიკამ საქართველოს ხელისუფლებისა, რომელსაც ბაძავს “სომეხი სააკაშვილი” ნიკოლ ფაშინიანი, რამდენიმეჯერ გაზარდა თურქეთის ეკონომიკური, დემოგრაფიული, შესაბამისად, თურქეთის გავლენა შავი ზღვის რეგიონში, რაც აშშ-ნატოს შავი ზღვა-კავკასიის სტრატეგიაში აჭარის უფრო აქტიურ ჩართვას გულისხმობს. ამიერკავკასიის ენერგეტიკულ დერეფანში ბათუმსა და ბაქოსგასაღებებითმეტოქეობას დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგალითად, საბჭოთა რუსეთსა დაოთხმხრივი კავშირისქვეყნებს შორის დადებული ბრესტლიტოვსკის სამშვიდობო ზავის (1918 .) მიხედვით, ბათუმი ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე რაიონებთან ერთად უნდა გადასულიყო თურქეთის კონტროლის ზონაში, მაგრამ თურქეთის ახალი რეჟიმის მარცხის შემდეგ, აჭარაში თურქეთი ოპერატიულად შეცვალეს ინგლისელებმა. სტამბოლმა (კონსტანტინეპოლმა) და ლონდონმა ასე განაცხადეს, თავიანთი ამოცანის შესახებ კონტროლი დაემყარებინათ ტრანსკავკასიური ნავთობპროდუქტების მილსადენზე ბათუმი-ხაშური-თბილისი-ალასტაფა-ევლაზი-ბაქო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ააგეს და რომელიც ორივე მიმართულებით მუშაობდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ნავთობპროდუქტების ამ არტერიის მილების მოდერნიზაცია განახორციელეს დასავლურმა კომპანიებმა ნავთობსადენის _ ბაქოთბილისიერზერუმიჯეიჰაის ჩარჩოში, რომელიც 2005 წლიდან ამოქმედდა.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ
საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ

მოსკოვის შეთანხმების მიხედვით, 1921 წელს ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (არდაგანი და ართვინი) გადადიოდა თურქეთის ხელში, ჩრდილოეთი ნაწილი კი (შედარებით მცირე) ბათუმთან ერთად მდინარე ჭოროხის დელტასთან ერთად _ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის იურისდიქციაში. ნაწილობრივ მუსლიმებით დასახლებულ აჭარას მიანიჭეს “ფართო ავტონომია”, თურქეთმა კი მიიღო უფლება, ბაჟის გადახდის გარეშე გადაეზიდა ტვირთები ბათუმის პორტის მეშვეობით. ანკარამ, აგრეთვე, წამოაყენა წინადადება, ერთობლივად ემართათ ზემოაღნიშნული ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი, მაგრამ რსფსრ-ის ეროვნებათა სახალხო კომისარმა იოსებ სტალინმა ეს წინადადება უარყო.

1921 წლის 12 მარტს თურქეთის დიდმა საკრებულომ ბათუმი თავის ტერიტორიად გამოაცხადა: იქ ქემალისტების სამხედრო რაზმები შევიდნენ. 20 მარტს რუსეთის მე-11 არმიის შეტევის გამო საქართველოს ცენტრალური რაიონებიდან უკანდახეული მენშევიკების არმია შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია დამპყრობლებისთვის, 25 მარტს კი მენშევიკები ჩაანაცვლეს ბოლშევიკებმა, რომლებსაც ამ მომენტისთვის უკვე გავრცელებული ჰქონდათ თავიანთი ძალაუფლება საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე.

19 მარტს სტალინმა, რომელიც აჭარაში თურქეთის ოკუპაციური გეგმების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვდა, ტელეგრამა გაუგზავნა საქართველოს გასაბჭოების ხელმძღვანელ სერგო ორჯონიკიძეს: თურქეთთან ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ბათუმი საქართველოსი არ იქნებაშეეცადე, ძლიერი სწრაფი დარტყმით გააძევო თურქები ბათუმიდან, შემდეგ ეს გაუგებრობად გამოაცხადო, ინიციატივა უნდა აიღოს ჩვენმა სარდლობამ. თუ ბათუმს დავკარგავთ, მაშინ დროთა განმავლობაში დავკარგავთ ამიერკავკასიასაც და, შესაძლოა, მთლიანად კავკასიასაც”.

თურქ ნაციონალისტებს უარი არ უთქვამთ არც ბათუმის რაიონისა და არც ალექსანდროპოლის (სომხეთის ქალაქი გიუმრი) ექსპროპრიაციაზე და 1922 წლის 9 ნოემბერს სტალინმა დეპეშა გაუგზავნა ორჯონიკიძეს:

თურქი სამხედროები შედიან ალექსანდრეტში (ამჟამად ისკანდერენი)
თურქი სამხედროები შედიან ალექსანდრეტში (ამჟამად ისკანდერენი)

“…ანგორიდან მოსული ცნობების თანახმად, თურქები აჭარაში მუშაობენ პლებისციტის ჩასატარებლად და ქართული და თურქული აჭარის ერთ მთლიან ავტონომიად გამოსაცხადებლად. თურქეთმა შეიძლება მიიღოს საფრანგეთისა და ინგლისის მხარდაჭერა. სკანდალი აგორდება, თუ თურქები საიდუმლოდ შეაგროვებენ ხელმოწერებს და მიაღწევენ საჭირო ეფექტს. აუცილებელია, სასწრაფოდ გატარდეს ზომები აჭარის გასაწმენდად ანგორელი პროვოკატორებისგან, აჭარის ორგანოები კი _ პანისლამისტებისგან”.

მეორე დღეს სტალინმა ასეთი ვარიანტი შესთავაზა: კარგი იქნება, თუ მოხერხდება ბათუმის მცხოვრებთა მასობრივი პეტიცია აჭარის შემადგენლობიდან გამოყოფისა და საქართველოსთან მიერთების შესახებ. ეს რომ გამოვიდეს და ეს რომ შეესაბამებოდეს აჭარაში საქართველოს ვითარებას, მაშინ თურქების კომბინაცია ფუჭი გასროლა აღმოჩნდება, ჩვენ კი ბათუმში საბოლოოდ დავმკვიდრდებოდით”.

100 წლის წინათ თავიდან იქნა აცილებული “თურქეთის საყვარელი კომბინაცია” “რეფერენდუმის”, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში, აჭარაში თურქეთის ექსპანსიის გაძლიერების გათვალისწინებით, შეიძლება აქ სირიელი ალექსანდრეტის (1939-1940 წწ) სცენარი განვითარდეს, როცა თურქებმა რეფერენდუმი ჩაატარეს და შემდეგ ეს ადგილი თურქეთის ტერიტორიად გამოაცხადეს.

vpoanalitics.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. 1945 წლის 19 მარტს სსრკმა მოახდინა საბჭოთა კავშირთურქეთის 1925 წლის 25 დეკემბრის შეთანხმების დენონსაცია, შემდეგ კი დაიწყო მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე. 1945 წლის 7 ივნისს თურქეთის ელჩი სელიმ სარფერი პირადად შეხვდა ვიაჩესლავ მოლოტოვს. შეხვედრაზე სსრკის საგარეო საქმეთა კომისარმა განაცხადა, რომ ახალ შეთანხმებაში უნდა შეეტანათ პირობა შავი ზღვის სრუტეების საბჭოთა კავშირთურქეთის ერთობლივად გაკონტროლებისა (საბჭოთა სამხედრო ბაზების განლაგებით) და 1921 წელს მოსკოვის შეთანხმებისგასწორებისშესახებ. ამ შეთანხმებას მოლოტოვმა უსამართლო უწოდა. სსრკისა და თურქეთის ახალი საზღვარი, საბჭოთა მხარის აზრით, უნდა გავლებულიყო ისე, როგორც იყო 1878 წელს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების არსებობისას. 1945 წლის 22 ივნისს თურქეთმა უარყო საბჭოთა კავშირის ყველა წინადადება. საბჭოთა ხელისუფლება უკანონოდ წართმეულ ტერიტორიებად მიიჩნევდა ყარსის ოლქს, ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილსა და ყოფილი ერივანის გუბერნიის სურმალინის მაზრას და თავისი პოზიციების დაცვას აშშისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით შეეცადა. თურქეთისადმი სსრკის ტერიტორიული პრეტენზიების საკითხი 1945 წლის 22 ივლისს პოტსდამში დიდი სამეულის კონფერენციის მეექვსე სხდომაზე განიხილეს. 23 ივლისის სხდომაზე კი ისტორიული სიტყვა წარმოთქვა იოსებ სტალინმა: “გუშინ ჩერჩილი ამტკიცებდა, რუსები თურქებს აშინებენო. გარწმუნებთ, რომ ბულგარეთში მყოფ ჩვენს ჯარებს თურქები არ დაუშინებიათ. იქნებ საზღვრების შესწორების წინადადებამ დააშინა თურქები? მაგრამ საკითხი ეხება იმ საზღვრების აღდგენას, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდა. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც მანამდე სომხეთის შემადგენლობაში იყო, და ართვინარტაანის რაიონი, რომელიც

 ომამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ძველი საზღვრების აღდგენის საკითხი არ წამოიჭრებოდა, თურქებს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება რომ არ მოეთხოვათ. მოკავშირეობა კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ თურქეთის საზღვარი, ხოლო თურქეთმა _ ჩვენი საზღვარი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საზღვარი ყარსისა და არტაანის რაიონში არასწორია და ასეც განვუცხადეთ თურქებს. თუ მათ სურთ ჩვენთან მოკავშირეობა, მაშინ საჭიროა, გაასწორონ საზღვრები და, თუ არ უნდათ, მაშინ საკითხი მოკავშირეობაზე გამორიცხულია!” (ამონარიდი სიმონ კილაძის მასალიდანსტალინი: თურქეთმა უნდა დააბრუნოს საქართველოს მიწაწყალი”). მოგვიანებით საბჭოთა კავშირმა შექმნა საიდუმლო დოკუმენტი სახელწოდებითზოგიერთი მოსაზრება ამიერკავკასიის ფრონტის ოპერაციათა დაგეგმვის შესახებ”. ამ დოკუმენტის მიხედვით, საბჭოთა არმია უნდა შესულიყო თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, ტრაპიზონბაიბურთისა და ყარსერზურუმის მიმართულებით. პირველ ეტაპზე (10 დღეში) გაენადგურებინა თურქეთის არმიის დაჯგუფება ყარსისა და ართვინის რაიონებში, შტურმით აეღო ტრაპიზონი, მეორე ეტაპზე (6 დღეში) გაენადგურებინა ოლთისსარიყამიშის დაჯგუფება, გასულიყო ისპირთორთუმის ხაზზე და საბოლოოდ, მესამე ეტაპზე (ოპერაციის დაწყებიდან მე-20 დღეს) დაეკავებინა ერზურუმი. 1946 წლიდან დასავლეთმა კიდევ უფრო გაააქტიურა მოქმედება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამერიკამ კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენა ატომური ბომბი და 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს იაპონიის ქალაქები _ ჰიროსიმა და ნაგასაკი მიწასთან გაასწორა. ამერიკელები საბჭოთა კავშირის დაბომბვასაც გეგმავდნენ და, სხვათა შორის, ჩამონათვალში საბჭოთა კავშირის იმ ქალაქებისა, რომლებშიც ატომური ბომბი უნდა ჩამოეგდოთ, თბილისიც შედიოდა. 1952 წელს თურქეთი ნატოში მიიღეს, რაც მის მიმართ საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიების გამო მოხდა. ბოლოს და ბოლოს, სტალინი იძულებული შეიქნა, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები დაეკონსერვებინა. 1953 წლის 30 მაისს კი, სტალინის გარდაცვალებიდან დაახლოებით თვენახევარში, საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურად თქვა უარი ქართულსომხური მიწების დაბრუნებაზე. ამით საქართველომ დაკარგა ტაოკლარჯეთის, კოლაარტაანისა და ლაზეთჭანეთის დაბრუნების შანსი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ამ მოვლენების შემდეგ, XX საუკუნის მეორე ნახევარში, მოახერხა, საფუძვლიანად შეეცვალა ამ პროვინციების დემოგრაფიული სურათი _ ქართველთა დიდი ნაწილი თურქეთის შიდა პროვინციებში გადაასახლეს.

საქართველოს ამჟამინდელისტრატეგიული მოკავშირეებისდამსახურებაა, რომ საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი (12 ათას კვ.კმზე მეტი) დღესისტორიული მეგობრის”, თურქეთის, შემადგენლობაშია. აი ასე მეგობრულად მოქმედებდა ჩვენიისტორიული მეგობარითურქეთი, ასე მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ ახლა უკვესტრატეგიული მოკავშირეები” _ აშშ და დიდი ბრიტანეთი; საბჭოთა კავშირი კი, სტალინის ხელმძღვანელობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო აუმხედრდა, _ რატომ სთხოვ თურქეთს დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებასო, მაინც ცდილობდა ძირძველი ქართული მიწების შემოერთებას.

.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here