ნიდერლანდების კვლევით ცენტრ Lareb–ის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ 15 ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა.
ამ მომენტისთვის მიღებულია ცნობა ვაქცინაციის შემდეგ 15 ადამიანის სიკვდილის შესახებ. ლაპარაკია ხანდაზმულ ადამიანებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. გარდაცვლილებიდან ორი პირი 70 და 84 წლის იყო, დანარჩენები _ 85 წელს ზევით. ისინი ვაქცინაციიდან ათი დღის განმავლობაში გარდაიცვალნენ. ნიდერლანდებში დღემდე 500 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა, მათგან 2500-მა თანამდევ ეფექტებზე განაცხადა.
იანვარში ნორვეგიაში გარდაცვალების 23 შემთხვევა აღირიცხა Pfizer/Biontech-ით აცრის შემდეგ. ყველა გარდაცვლილი 80-ზე მეტი წლის იყო, გერმანიაში 10 ადამიანი გარდაიცვალა.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ