გერმანიის ფედერალური მიწის ჩრდილოეთ რაინ–ვესტფალიის მთავრობის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.
პარტიის ყრილობაზე, რომელიც 15-16 იანვარს გაიმართა, არმინ ლაშეტს მხარი დაუჭირა დელეგატების 83,35%-მა. ლაშეტის განცხადებით, პარტიამ ყველას დაანახვა, რომ ერთსულოვანია.
გერმანელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აზრით, სწორედ ლაშეტი წაუძღვება გერმანელ კონსერვატორებს 2024 წელს გასამართ არჩევნებში.
News-Front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ