ტრამპის ვაჟმა ილონ მასკს “ტვიტერის” ალტერნატივის შექმნა სთხოვა
დონალდ ტრამპ–უმცროსმა მილიარდერ ილონ მასკს მიმართა თხოვნით, შექმნას ახალი სოციალური ქსელი, რომელიც აჯობებს “ტვიტერს”, _ წერს The Independente. დონალდ ტრამპის ვაჟის აზრით, “ტვიტერი” და სხვა სოციალური ქსელები “მიკერძოებულები არიან და ცალმხრივი ცენზურა აქვთ დაწესებული”.
მას შემდეგ, რაც “ტვიტერმა” სამუდამოდ დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აკაუნტი, უმცროსმა დონალდ ტრამპმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვია სოციალური ქსელები, რომლებიც “მიკერძოებულობასა” და “ცალმხრივი ცენზურის” დაწესებაში დაადანაშაულა. შემდეგ მან თხოვნით მიმართა მილიარდერ ილონ მასკს, შექმნას ახალი სოციალური ქსელი, რომელიც “ნეიტრალური არბიტრების” აზრის პლატფორმ იქნება. ტრამპი-უმცროსის აზრით, ილონ მასკი შესაფერისი კანდიდატურაა “ტვიტერთან” დასაპირისპირებლად, რადგან მან გააკრიტიკა “აშშ-ის დასავლეთის ტექნოლოგიური კორპორაციები”, რომლებიც “თავისუფალი სიტყვის ფაქტობრივ არბიტრად იქცნენ”. უმცროსი დონალდ ტრამპის აზრით, ახალმა სოციალურმა ქსელმა არ უნდა დაუშვას სიძულვილის გაღვივება და ძალადობის პროპაგანდა, თუმცა, ამასთანავე, ნეიტრალურ კომენტატორებსაც უნდა დაუთმოს სივრცე. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ახალი სოციალური ქსელი უნდა იყოს არა კონსერვატიული ჩაკეტილი წრე, არამედ ადგილი, სადაც იმსჯელებენ იდეებზე”.
“ახლა რუსები გვასწავლიან ამერიკელებს სიტყვის თავისუფლებას. აი სადამდე მივიდა ვითარება”, _ განაცხადა უმცროსმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა რუსეთის ოპოზიციური ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები აშშ-ში ცენზურის შესახებ.
russian.rt.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ