აშშ–ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადეს.
BBC-ის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯო ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, `რესპუბლიკელმა~ დონალდ ტრამპმა კი _ 232. პრეზიდენტად არჩევისთვის საარჩევნო კოლეგიის, სულ ცოტა, 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო.
კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაამტკიცებენ.
ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.