ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კაილ ბიდერმანმა წინადადება წამოაყენა აშშ–ის შემადგენლობიდან ტეხასის შტატის გასვლაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, _ იუწყება Fox News–ი.
“მე შევქმნი კანონპროექტს, რომელიც ტეხასელებს საშუალებას მისცემს, ჩაატარონ რეფერენდუმი იმ მიზნით, რომ ტეხასის შტატი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დამტკიცდეს”, _ დაწერა კანონმდებელმა “ტვიტერში”.
ბიდერმანის აზრით, ფედერალური მთავრობა კონტროლს აღარ ექვემდებარება და ტეხასელებისთვის ფასეულობას აღარ წარმოადგენს.
ისეთმა გაერთიანებებმა, როგორიც არის ტეხასის ნაციონალური მოძრაობა, არაერთხელ დაუჭირეს მხარი ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობიდან ამ შტატის გასვლას. შტატის საკანონმდებლო ორგანომ უკვე ასობით ასეთი წინადადება მიიღო.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა