Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელებმა ტრამპს 207,5 მლნ შეუგროვეს არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად

ამერიკელებმა ტრამპს 207,5 მლნ შეუგროვეს არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად

914
ამერიკელებმა ტრამპს 207,5 მლნ შეუგროვეს არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად

აშშის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გუნდმა 207,5 მლნ დოლარი შეაგროვა მოქალაქეებისგან, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში პატიოსნად გაიმარჯვა.

ლიბერალურმა მასმედიამ ჯო ბაიდენი არჩევნებში გამარჯვებულად ხმის დათვლის პროცედურის დასრულებამდე გამოაცხადა. ტრამპი კი, თავის მხრივ, მოითხოვს ხმების გადათვლას, რადგან არჩევნების მიმდინარეობისას ბევრი დარღვევა გამოვლინდა. ფალსიფიკაციას ხელი შეუწყო ფოსტით ხმის მიცემამაც, რაც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების ინიციატივა დაწესდა. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული პარტია ბრალდებებს უარყოფს, მოქალაქეთა ნდობა ტრამპისადმი სოლიდური ფინანსური მხარდაჭერით გამოიხატა.

ტრამპის საარჩევნო შტაბის მენეჯერ ბილ სტეპიენის განცხადებით, მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხა ტრამპს საშუალებას მისცემს, “განაგრძოს ბრძოლა კორუფციაში ჩაფლული საარჩევნო პროცესის გასაწმენდად”.

news.front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here