2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,594 მლრდ დოლლარს, ანუ 20, 2 მლრდ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
* აზიის განვითარების ბანკი _ 4,363 მლრდ ლარი;
* მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია _ 2,851 მლრდ ლარი;
* რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი _ 2,494 მლრდ ლარი;
* ევროპის საინვესტიციო ბანკი _ 1,884 მლრდ ლარი.
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
* აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი _ 99,699 მლნ ლარი;
* ევროსაბჭოს განვითარების ბანკი _ 3,253 მლნ ლარი;
* ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი _ 444,751 მლნ ლარი;
ევროგაერთიანება _ 137,127 მლნ ლარი;
* სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი _ 108,096 მლნ ლარი;
* საერთაშორისო სავალუტო ფონდი _ 638, 099 მლნ ლარი;
* სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია _ 2,608 მლნ ლარი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან საფრანგეთი ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 ივლისის მდგომარეობით, 1,715 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს გერმანია _ 1,515 მლრდ ლარი; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა _ 664,896 მლნ ლარით (ბოლო თვეების მონაცემებით, ეს სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა _ გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი).
სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:
სომხეთი _ 19,434 მლნ ლარი;
აზერბაიჯანი _ 18,759 მლნ ლარი;
ავსტრია _ 58,475 მლნ ლარი;
ჩინეთი _ 2,632 მლნ ლარი;
ირანი _ 14,173 მლნ ლარი;
ყაზახეთი _ 33,940 მლნ ლარი;
ქუვეითი _ 24,202 მლნ ლარი;
ნიდერლანდები _ 1,544 მლნ ლარი;
რუსეთი _ 141,367 მლნ ლარი;
თურქეთი _ 36,188 მლნ ლარი;
თურქმენეთი _ 648 ათასი ლარი;
უკრაინა _ 212 ათასი ლარი;
ამერიკა _ 53,630 მლნ ლარი;
უზბეკეთი _ 232 ათასი ლარი.
bpn.ge