Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა შემოსავლები დამალა

ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა შემოსავლები დამალა

1336
ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა შემოსავლები დამალა

პოლონეთის პროკურატურამ შემოსავლების დამალვის ბრალდება წაუყენა ევროპარლამენტის დეპუტატს, გდანსკის მოკლული მერის, პავლე ადამოვიჩის მეუღლეს _ მაგდალენე ადამოვიჩს.

გამოძიების ვერსიით, გდანსკის ყოფილი მერის მეუღლემ 2011-2012 წლებში 300 ათასი ზლოტის გადასახადები არ აჩვენა საგადასახადო დეკლარაციაში. მაგდალენე ადამოვიჩის დედა დადანაშაულებულია ცრუ ჩვენების მიცემაში ქალიშვილის სასარგებლოდ.

კორუფციაში, აგრეთვე, დადანაშაულებულია 2 ბიზნესმენი, რომლებიც ცდილობდნენ, შეეცვალათ გდანსკის ტერიტორიული განვითარების გეგმა ინვესტორების ინტერესების სასარგებლოდ. გამოძიების ვერსიით, გდანსკის განვითარების გეგმის შეცვლის შედეგად ქალაქის მერმა და მისი ოჯახის წევრებმა გდანსკში ძალიან იაფად შეიძინეს 3 ბინა.

როდესაც გამოძიებას გაუჩნდა კითხვები თანხის წარმოშობაზე, გდანსკის ყოფილი მერის სიდედრმა განაცხადა, რომ მაგდალენე ადამოვიჩის ბაბუას დაგროვილი ჰქონდა რამდენიმე ათასი და ეს თანხა მაგდალენესა და მის ქმარს გადასცა, მაგრამ გამოძიებამ გაარკვია, რომ ევროდეპუტატის ბაბუას მნიშვნელოვანი აქტივები არასოდეს ჰქონია.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. პოლონელი და ბალტიისპირელი ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით არიან დაკავებულნი და თავიანთი “გადაცდომები” არაფრად მიაჩნიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here