ევროპაში ცისფერი საწვავის ფასი მინიმუმამდე დაეცა. ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის შეძენას აზრი არ აქვს _ ეს თვითონ აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტრომ აღიარა. კლიენტებმა ზაფხულში უარი განცხადეს ასეულობით შეკვეთაზე, შედეგად ექსპორტი 63%-ით შემცირდა.
2019 წელს აშშ-დან ბუნებრივი აირის ექსპორტმა 54,7 მლრდ კუბ. მ შეადგინა _ ეს 20,7 მლრდ-ით მეტია, ვიდრე 2018-ში. შემდეგ წლებში გეგმები უფრო ამბიციური იყო: 2020-ში _ 67,2 მლრდ კუბ. მ, 2021-ში _ 79,5. ამ მონაცემებზე 2010 წლის იანვარში ილაპარაკა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, მაგრამ დღეს უკვე ნათელია, რომ ასე არ მოხდება.
ჰოლანდიურ ჰაბ TTF-ზე ბუნებრივი აირის საშუალო ფასი 2020 წლის პირველ ოთხ თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ დაეცა, იაპონიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება კი 44%-ით შემცირდა. უკვე აპრილში ევროპაში ამერიკული ბუნებრივი აირის ექსპორტი მიზანშეუწონელი იყო. დიდმა ევროპულმა და აზიურმა კომპანიებმა ივნის-ივლისის კონტრაქტები გააუქმეს.
agitpro.su–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ