Home რუბრიკები ისტორია სტალინი და სახელმწიფო

სტალინი და სახელმწიფო

სტალინი და სახელმწიფო

დასასრული. დასაწყისი იხ. #20-22, 2020 წ.

არცთუ დიდი ხნის წინათ რუსეთში გამოსცესგაზპრომის” “ინიციატივითშედგენილი დიდი ფორმატის წიგნი: “სტალინი. მთავარი დოკუმენტები 1878-1953 წწ.”. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს წიგნი პირველი მცდელობაა, საზოგადოება გაეცნოს მეტნაკლებად მთავარ დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს სტალინის სახელმწიფოებრივ აზროვნებას, მისი მუშაობის სტილს და ზოგად წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს სტალინის ფენომენზე. მიმდინარე წლის დასაწყისში მოსკოვში დაიწყო სერიოზული მუშაობა სწავლებაСталинские Чтения”- სწორად წარსამართავად. ეს ორი ფაქტი და მსოფლიოს დიდ და პატარა სახელმწიფოებში სტალინის ფენომენის შესწავლის აქტიური ფაზა მიგვანიშნებს, რომ მართლდება არა მხოლოდ სტალინის სიტყვები მის საფლავზე ნაგვის მიტანისა და ისტორიის ქარისაგან მისი გადახვეტის თაობაზე, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის გამონათქვამი: “სტალინი წარსულში კი არ გადაბარგდა, მომავალში გაიბნა”.

მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარება საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ სტალინი ბრუნდება. რა იყო მისი წასვლის მიზეზი? _ იკითხავენ ადამიანები. ამ შეკითხვაზე მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობენ და უპასუხებენ მომავალში. წარსულში, აწმყოშიც და მომავალშიც მართალი იქნება გენიალური “ფაუსტის” გენიოსი ავტორი, როცა წერს:

სტალინი და სახელმწიფო

მოქმედების შემსრულებელს სინდისი არ აქვს, სინდისი აქვს მხოლოდ დამკვირვებელს”.

სტალინი გამონაკლისი არ არის მსოფლიოს გამოჩენილ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს შორის. ასე წავიდა (თუმცა დროებით) ისტორიიდან ნაპოლეონი, კეისარი, ფრიდრიხ დიდი და სხვ. თუ სტალინის გამორჩეულობაზე ვისაუბრებთ, მას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული უპირატესობა ზემოჩამოთვლილებთან შედარებით. სტალინმა იცოდა, რომ მისი აშენებული იმპერია დაინგრეოდა. ეს იცოდა შარლ დე გოლმა, ჰარიმანმა, ენტონი იდენმა, აგრეთვე, სტალინის ზოგიერთმა საზღვარგარეთელმა თანამედროვემ:

* “მე ვერ ვფიქრობ სტალინის შემდგომ რუსეთზე”, _ შარლ დე გოლი.

* “ჩვენ გვჯერა სტალინის და ვენდობით მას, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება სტალინის შემდეგ”, _ ავერელ ჰარიმანი.

* “სტალინს მხრებზე აწევს სიმძიმე, რომლის მსგავსიც ხუთასი წლის განმავლობაში არავის დააწვება”, _ ენტონი იდენი.

სტალინმა ხელისუფლების სათავეში ყოფნის 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ახსენა ნიკოლოზ მეფე და ისიც მოკლე ფრაზით: “სუსტი მეფე იყო, რუსეთისთვის შეუფერებელი”. როცა საქმე ეხებოდა რუსეთის იმპერიას და რუს ხალხს, ასეთ შემთხვევაში, თვით მარქსიზმის კლასიკოსი, თავისი მასწავლებელი ფრიდრიხ ენგელსიც არ დაინდო და მასზე გამანადგურებელი წერილი გამოაქვეყნა გაზეთ “პრავდაში”.

* 1941 წელს დიდი სამამულო ომის დაწყების პირველივე დღეებში სტალინმა სამხედრო პატივით შემოატანინა თავის სამუშაო კაბინეტში ალექსანდრე სუვოროვისა და მიხეილ კუტუზოვის მხატვრული ტილოები და საპატიო ადგილზე დაკიდა. 1943 წელს ქება-დიდებით მოიხსენია რუსული არმია და მისი ტრადიციული სამხედრო წოდებები აღადგინა. სტალინმა, როდესაც ფრონტზე რუსი ჯარისკაცის ულუფას გაეცნო, განაცხადა: “ნამდვილმა გრაფმა კუტუზოვმა, რომელიც ახლოს იცნობდა თავისი ჯარისკაცების საბრძოლო მდგომარეობას, იცოდა, რით და როგორ უნდა გამოეკვება ისინი, დღევანდელმა მოგონილმა გრაფმა არ იცის, როგორ უნდა კვებოს მებრძოლები და ყინვისგან გაქვავებული პროდუქტებით ამარაგებს ჯარს”.

* ყველაზე დიდ საბრძოლო ოპერაციას სტალინმა დიდი რუსი მხედართმთავრის, ბაგრატიონის, სახელი უწოდა, ხოლო მარშალ კონსტანტინე როკოსოვსკის ასე მიმართავდა _ “ჩემი ბაგრატიონი”. საკავშირო რადიოს უკანასკნელი ცნობების გადაცემა შეაწყვეტინა, როდესაც ერთ-ერთი ბრძოლის გამარჯვების აღსანიშნავ სალუტის მიცემის ბრძანებაში დიქტორმა ფრონტის სარდლის გვარი არ დაასახელა.

* ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინმა თავი ლენინის მოწაფედ გამოაცხადა და მაღლა ასწია მისი დროშა და დაუხრელად ატარა სიცოცხლის ბოლომდე.

სტალინი და სახელმწიფო

რისი გამოხატვა სურდა ყოველივე ამით სტალინს?

* უნდოდა ვერაგობის, ურთიერთღალატის, შურისა და მტრობის ფესვები ამოეძირკვა და ნამდვილი სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობითობა დაემყარენინა. შეძლო კი ამის გაკეთება და დანერგვა თავის ქვეყანაში ყოვლისშემძლე სტალინმა? _ ვერ შეძლო.

სტალინმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ შიში და კრძალვა საკმარისი არ იყო ქვეყნის აღმშენებლობისა და სახელმწიფოებრიობის დანერგვისთვის. საჭირო იყო რწმენა საბჭოთა წყობილების, პარტიისა და მისი იდეოლოგიის მიმართ. სტალინის აზრით, პიროვნების კულტი რაც უნდა სასარგებლო ყოფილიყო, ვერ იქნებოდა საკმარისი და მყარი საფუძველი მრწამისის, შეგნების, კულტურის და მოვალეობის განსამტკიცებლად. 1946 წლის ოქტომბერში იდეოლოგიურ თათბირზე განრისხებული ტონით მიმართააგიტპრომისთანამშრომლებს: “კერპთაყვანისმცემლებს ზრდით, იმის ნაცვლად, რომ ხალხს ცნობიერება გაუღვიძოთ!”

სტალინი სსრ კავშირში დემოკრატიის სიმცირეს ხალხში კულტურის ნაკლებობას მიაწერდა: სანამ ქვეყანაში კულტურა არ განვითარდება, სოციალური საკითხები არ გადაწყდება, სანამ ქვეყნის საზღვრებზე ბომბები სკდება და ხალხი მილიტარიზებულია, დემოკრატიაზე საუბარი სასაცილოა”. ასეთივე თვალსაზრისი ჰქონდა მემკვიდრეობის ჩამოყალიბებაზე ახალშექმნილ საბჭოეთში. ერთხელ გაზეთპრავდისრედაქტორს განუცხადა:

“თუ არ გარდავქმნით ჩვენს იდეოლოგიას და მას სწორად არ წარვმართავთ, ჩვენი ქვეყნის სიკვდილი გარდაუვალია”.

ვთქვათ და, სტალინი მართლაცცივილიზაციისთვის უვარგისი” (ფრანგი მოგზაური მარკიზ დე კიუსტინი) ხალხში ცდილობდა რწმენის ჩანერგვას და არ გამოუვიდა, მაგრამ იქ, სადაც კულტურათავზესაყრელიიყო, მაგალითად, საფრანგეთში, რატომ ვერ შექმნა მემკვიდრეობა ნაპოლეონმა? ნაპოლეონს არ სწამდა კოლექტივიზმის და მისი საქმიანობა დამოკიდებული იყო ბრძანებებსა და დეკრეტებზე. არსებობს ბრძანების ორი სახე: ცივი, რომელიც დავალების შესრულებაზეა მიმართული, და რომლის ხელოვნებას ფლობდა ნაპოლეონი. ის თითქმის ყველაფერს თავისივე ხელით აკეთებდა. ნაპოლეონის ბრძანება არ იძლეოდა სხვა საშუალებას, გარდა დავალების შესრულებისა, და მან არსებობა შეწყვიტა სწორედ მაშინ, როდესაც ბრძანების ადამიანური რესურსი ამოწურა. და ისტორიიდანაც წავიდა. სტალინის ფრაზა _ “ჰიტლერი ისე ჰგავს ნაპოლეონს, როგორც კატის კნუტი ლომს” _ შეიძლება ისე არ მიესადაგებოდეს ჰიტლერსა და ნაპოლეონს, როგორც ნაპოლეონსა და სტალინს.

სტალინის ბრძანება არ არის ცივი და ცალმხრივი. სტალინის ბრძანება, როგორი მკაცრიც უნდა იყოს ის, უწინარესად, პროზაული ლირიკაა, რომელიც თანაბრად ეხება, როგორც მიზნის შესრულების აუცილებლობას, ისე ადამიანური იმპულსის ამაღლების საქმეს და უპირველსს ხდის თავის ბრძანებაში არა მიზანს, არამედ მის აღმსრულებელს. არ შეიძლება აუღელვებლად წაიკითხოთ 1941 წლის 7 ნოემბრის აღლუმზე წარმოთქმული სიტყვა-მიმართვა, რომელშიც ნათქვამია:

სტალინი სამხედრო აღლუმზე. მოსკოვი, 1941 წლის 7 ნოემბერი
სტალინი სამხედრო აღლუმზე. მოსკოვი, 1941 წლის 7 ნოემბერი

თქვენ შემოგყურებთ, როგორც თავიანთ განმათავისუფლებლებს, ევროპის დამონებული ხალხები, რომლებიც გერმანელ დამპყრობელთა უღელქვეშ მოექცნენ. თქვენ წილად გხვდათ დიადი განმათავისუფლებლის მისია. მაშ, იყავით ამ მისიის ღირსი”, _ სტალინი ომში მიმავალ მებრძოლებს, როლებსაც წითელი მოედნიდან 20 კმ-ში ელოდებოდა კბილებამდე შეიარაღებული უძლიერესი ევროპული არმია, ქებით უხსნის, რომ მათ წილად ხვდათ განმათავისუფლებლის საამაყო მისია.

აღსანიშნავია სტალინის 127-ე ბრძანება, რომელიც უმკაცრესი ბრძანებაა მსოფლიო ომების ისტორიაში. ამ ბრძანებამ მებრძოლთა აღფრთოვანება გამოიწვია სამხედრო ნაწილებში, გარდატეხა შეიტანა სამხრეთის ფრონტზე. ქრისტე ისე ამაღლდა, ვერ დატოვა ამქვეყნიური სამოთხე, მაგრამ მისმა მოძღვრებამ საუკუნეებს გაუძლო და იქნება მანამ, სანამ პლანეტა იარსებებს და მასზე _ ადამიანები. ეს, ალბათ, იმ ბედუკუღმართი ეპოქის ბრალი იყო, რომელშიც ბარაბას მოდგმას ფესვი ჰქონდა გადგმული დედამიწაზე. ისტორიიდან სტალინის წასვლა (დროებით) ამავე პრინციპზეა აგებული. სტალინის ანდერძი, რომელიც ალექსანდრა კოლონტაიმ თავის დღიურში ჩაიწერა, იმ შორსმჭვრეტელობის უტყუარი მაგალითია, რომელსაც დროდადრო წარმოაჩენს ისტორიის მკვეთრი მოსახვევები. სტალინმა ფიზიკურად ვერ დატოვა ტრადიციის სრულყოფილი ფორმა, მაგრამ დატოვა თარგი, რომელზეც, ადრე თუ გვიან, გამოიჭრება ის ფორმა, რომელიც კაცობრიობას მორალურად და ფიზიკურად სრულყოფილ სახეს მისცემს.

სტალინმა ხელმძღვანელობისა და სახელმწიფოების ისეთი სახე და ფორმა შექმნა, რომელსაც ანტიკურ ეპოქაში ადამიანები ღმერთს დაარქმევდნენ, მაგრამ მხედველობიდან არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ იმუღმერთოქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ფარულად თუ ხილულად, სტალინს კრემლში მობინადრე ღმერთსაც უწოდებდნენ.

რა დაკარგა კაცობრიობამ სტალინის სახით?

დაკარგა ის, რასაც დღეს მსოფლიო ხალხები ასე გაფაციცებით დაეძებენ _ თავისუფლება! თავის დახსნა იმ ერთი მუჭა მილიარდერებისაგან, რომელთა ხელშიცაა დედამიწის საერთო შემოსავლების 97% და, გარდა ამისა, ყოვლის შემძლე ვირუსი, რომელსაც ნებისმიერ დროს ფარულად გამოიყენებენ ატომური ქობინებით აღჭურვილ საკონტინენტთაშორისო რაკეტებისგან განსხვავებით. ამასთანავე, სტალინმა თავისი სიკვდილით გაცილებით მეტი დაანგრია, ვიდრე თავისი ცხოვრების განმავლობაში ააშენა. მან ქვეყანას დაანახვა, რა არის თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა დედამიწაზე, განა იოლად შეიძლება ამის მიღწევა? მაგრამ ვერ დაგვიტოვა ის გზები, ხერხები და მეთოდები, რომლებითაც უნდა მივიდეთ აღთქმულ სამოთხემდე, რომლის გამოც დღეს ინგრევა და პარტახდება პლანეტა დედამიწა, ქაოსსა და გაუგებრობაშია მოქცეული 7 მლრდ-ზე მეტი ადამიანი.

სტალინის სიკვდილმა პლანეტაზე უზარმაზარი სიცარიელე შექმნა, რომლის შევსებაც, ნახევარ საუკუნეზე მეტია, შეუძლებელია.

დედამიწაზე არავინ დამარხულა ისეთი გლოვითა და დიდებით, როგორც სტალინი, და არც ერთი დამნაშავე დედამიწაზე არ გალანძღულა ისე, როგორც ასეთი დიდებით დამარხული ადამიანი. როდესაც ნათელია ის კეთილისმყოფელი სულიერი ძალა, რომელიც დღესაც ცოცხლობს და მალე “მკვდრეთით აღდგება”, რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი ვლადიმერ ჟირინოვსკი აი რას ამბობს სტალინის შესახებ: სტალინი უცოდინარი იყო, მას სემინარიაც კი არ ჰქონდა დამთავრებული. მე კი მეცნიერებათა დოქტორი ვარ. მას არ ჰქონდა სამხედრო ცოდნა და არც შესაბამისი ჩინი, მე კი ნამდვილი სამხედრო პოლკოვნიკი ვარ. მან არ იცოდა არც ერთი უცხო ენა, მე კი რამდენიმე უცხოურ ენას ვფლობ. მაშ, ვინ არის ეს არამზადა სტალინი, რომ მის სახელს დღესაც მოიხსენიებენ?”

ვთქვათ და, ერთი კაცი მართლაც გასულელდა, მაგრამ ერთმა სულელმა, გაურკვეველი წარმომავლობის პარანოიკმა, როგორ უნდა გაასულელოს რუსი საზოგადოების თუნდაც 10%? ანდა, რა იცის ჟირინოვსკიმ სტალინზე _ წიგნი მას არ წაუკითხავს და სხვისი მოსმენა მან არ იცის.

უამრავმა ადამიანმა დამირეკა და შემაგულიანა, _ უპასუხეო ჟირინოვსკის ამ სისულელეს. ვფიქრობ, სულელს რომ უპასუხო, შენც სულელი უნდა იყო, ამიტომ არ მსურს, პასუხი გავცე მას, მაგრამ გადავწყვიტე, მივმართო დიდ რუს ხალხს: დროულად მოიცილეთ გაურკვეველი წარმომავლობისა და სხვადასხვა მასონურ ლოჟაში გაწევრებული ვაიპოლიტიკოსები.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში არის თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით მსოფლიოში სახელგანმთქმული მუზეუმი, რომელშიც, ძირითადად, გამოფენილია ეგვიპტის ფარაონის, 22 წლის ტუტანხამონის (რომელიც მეღორემ თავში კომბლის ჩარტყმთ მოკლა) საფლავიდან ამოღებული ყველა ნივთი. ეს ნივთები ფარაონის სასახლეს ამშვენებდა და ნაპოვნი იქნა პლანეტის ყველაზე დიდ აკროპოლისში _ ტუტანხამონის სახელზე აშენებული პირამიდის ქვესკნელებში ჩამარხულ საიდუმლო საცავებში. საკვირველია, როგორ შეელია სახელმწიფო თავის განძს _ ბრილიანტს, ოქროს, პლატინასა და უძვირფასეს ქვებს, რომლებიც ტახტზე მხოლოდ 3 წლით ნამყოფ და მეღორის მიერ მოკლულ ფარაონს საფლავში ჩააყოლესროდესაც სტალინის ნეშტი, ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით, მავზოლეუმიდან გამოასვენეს და კუბოში ჩაასვენეს, ნიკიტასვე ბრძანებით, გენერალისიმუსის მუნდირს ექვსი დიდი და თორმეტი პატარა ოქროს ღილი ააჭრეს და თუნუქის ღილები დააკერეს; ოქროს სამხრეები და გმირის ოქროს ვარსკვლავიც ბუტაფორიით შეუცვალეს კაცს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ნახევარ მსოფლიოს მართავდა.

როდესაც 1956 წლის 25 თებერვალს გამართულ სკკპ XX ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინის მარშლებსა და სახალხო კომისრებს, პოლიტბიუროს წევრებს სტალინზე თავის პასკვილს უკითხავდა, მთელი დარბაზი დუმდა. ახლა კი თავს იმართლებენ და წერენ: იმ დარბაზს კვლავ მოჰყვებოდა სტალინური სუსხი, შიში და ამიტომაც ერთმმართველი ნიკიტას ნათქვამი სიტყვის შეუბრუნებლად მივიღეთო. უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, სტალინთან შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნავდა:

მე ჩავედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერ ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარსმხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობითა და ურთიერთობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც მხოლოდ რუსეთს კი არა, მთელ მსოფლიოს გადაუარა”.

სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, 1959 წლის 21 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში წარმოთქმულ სიტყვაში უინსტონ შერჩილმა აღნიშნა: ბატონებო, თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით _ გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისათვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. იგი იყო ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი საუკუნის იმ პერიოდს, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება, სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას. სტალინს, უწინარესად, იუმორის, სარკაზმისა და თქმულის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა. თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში ისე დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და დროის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ აქვს… როცა ის იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ თითქოს ბრძანებაზე ვდგებოდით და, რა საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული. ის ღრმა სიბრძნეს ფლობდა. იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს აჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს. უჩვეულო და რთული პიროვნება გახლდათ. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა. გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც იმპერიალისტებს გვიწოდებდა, იმპერიალისტების წინააღმდეგ გვებრძოლა. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია. მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი. რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს”.

1942 წელს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ აფრიკაში გადასხმის ოპერაცია “ტორჩის” განხილვისას სტალინის გამოსვლამ უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩერჩილზე, რომელიც თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “მეორე მსოფლიო ომი” წერს: მე ზუსტად განვმარტავდი, ვხსნიდი ოპერაციატორჩს”. როცა ლაპარაკი დავასრულე, სტალინმა ინტერესი გამოიჩინა. მან, ეტყობა, მაშინვე შეაფასატორჩისსტრატეგიული უპირატესობები და ჩამოთვალა 4 ძირითადი მათგანი: პირველი _ გენერალ რომელს, გერმანიის ჯარების სარდალს, ჩრდილოეთ აფრიკაში ზურგიდან დაარტყამს, მეორე _ დააფრთხობს ესპანეთს; მესამე _ გამოიწვევს ბრძოლას გერმანელებსა და ფრანგებს შორის საფრანგეთში; მეოთხე _ იტალიას უშუალო დარტყმის ქვეშ აყენებს”.

სტალინის ნათქვამმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ჩანდა, რომ რუსეთის დიქტატორი სწრაფად და სრულად დაეუფლა პრობლემას, რომელსაც ესესაა გაეცნო. ცოცხალ ადამიანთაგან ძალიან ცოტას თუ შეეძლო, რამდენიმე წუთში გაეგო მოსაზრებები, რომლებზეც ჩვენ დაჟინებით ვიმტვრევდით თავს თვეების განმავლობაში. მან ყველაფერი ეს ელვის სისწრაფით შეაფასა”.

1942 წლის მაისში აშშ-ის 32-ე პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სურს, აწმყოსა და მომავლის საკითხების განსახილველად შეხვდეს თანამედროვეობის დიდ ადამიანს _ სტალინს, რაც აქამდე ვერ შეძლო, მაგრამ სჯერა, რომ ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს…

წერილს კი რუსეთის სირცხვილის, ჟირინოვსკის, სიტყვებით დავასრულებ: “სტალინი უცოდინარი იყო, მას სემინარიაც კი არ ჰქონდა დამთავრებული. მე კი მეცნიერებათა დოქტორი ვარ. მას არ ჰქონდა სამხედრო ცოდნა და არც შესაბამისი ჩინი, მე კი ნამდვილი სამხედრო პოლკოვნიკი ვარ. მან არ იცოდა არც ერთი უცხო ენა, მე კი რამდენიმე უცხოურ ენას კარგად ვფლობ. მაშ, ვინ არის ეს არამზადა სტალინი, რომ მის სახელს დღესაც მოიხსენიებენ?”

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here