“გვიხდიან გაცილებით ნაკლებს, ვიდრე თავიანთ მუშებს; დაგვცინიან, გვატყუებენ. სამუშაო პირობები კატორღულია”, _ ასე ახასიათებენ სამუშაო სეზონს პოლონეთში უკრაინელი “სამუშაოს მაძიებელნი” (“ზარაბოტჩანე” _ უკრაინულად).
თავის უკრაინულ თავგადასავალზე უკრაინულ გამოცემა Strana.ua-ს ესაუბრა ქალაქ ლუცკის მცხოვრები გალინა ფედიშინა.
“პოლონელები ადრეც ხშირად დასცინოდნენ უკრაინელებს, ფულს სრულად არ უხდიდნენ. ახლა კი სულ გამხეცდნენ. ბოლო კვირაში ორ მეურნეობაში ვიყავი, ვარშავასთან ახლოს _ და ყოველთვის ცდილობდნენ ჩემს მოტყუებას, ისე გვეპყრობიან, როგორც პირუტყვებს. სამუშაო პირობები კი კატორღულია”, _ თქვა გალინა ფედიშინამ.
პოლონეთის შრომითი მოწყობის სააგენტოებში ამბობენ, რომ ძალიან ბევრია სამუშაოს მაძიებელი. სამუშაო რომ იშოვნონ (ლაპარაკია მარწყვის პლანტაციებზე) უკრაინელებს უზარმაზარ რიგში დგომა უწევთ სასაზღვრო გადასასვლელ “შეგინიზე”.
მოამზადა
ლუკა მაისურაძემ