მსოფლიო ბანკმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2020 წლის I კვარტლის შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში მნიშვნელოვნად გააუარესა მიმდინარე წლის პროგნოზი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებისთვის.
იანვრის ანგარიშში მსოფლიო ბანკმა ამ რეგიონებისთვის მშპ-ის ზრდა 2,6%-ით ივარაუდა 2020 წლისთვის.
განახლებული საბაზისო სცენარის მიხედვით კი, აღნიშნული რეგიონების მშპ 2020 წლისთვის 2,8 პროცენტით შემცირდება შარშანდელი 2,2%-ით მატების შემდეგ.
სხვა ალტერნატიული მოდელის მიხედვით, რეგიონების მშპ 4,4%-ით შემცირდება. რაც შეეხება 2021 წელს, მსოფლიო ბანკის საბაზისო სცენარით ეკონომიკა 5,6%-ით გაიზრდება.