ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წავა მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე დასასწრებად, _ იუწყება სააგენტო “ბელტა”.
“ხშირად მეკითხებიან: “დაესწრებით მოსკოვში აღლუმს?” _ რა თქმა უნდა. მოსკოვში ბელარუსიდან თუ არავინ ჩავა, მაშინ საიდან უნდა ჩავიდნენ?! _ აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
ბელარუსი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო უარს არ იტყვის გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე.
“ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, ყველა დაგეგმილი ღონისძიება უმაღლეს დონეზე გაიმართება”, _ განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.