Home რუბრიკები ისტორია საჩუქარი ბელადისთვის: ხანჯალ-პისტოლეტი, რომელიც ამერიკელმა ებრაელმა მუშებმა სტალინს აჩუქეს

საჩუქარი ბელადისთვის: ხანჯალ-პისტოლეტი, რომელიც ამერიკელმა ებრაელმა მუშებმა სტალინს აჩუქეს

საჩუქარი ბელადისთვის: ხანჯალ-პისტოლეტი, რომელიც ამერიკელმა ებრაელმა მუშებმა სტალინს აჩუქეს

იარაღი _ ეს ყველაზე გავრცელებული საჩუქარია იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხელშიც კონცენტრირებულია ძალაუფლება. 1944 წელს ამერიკელმა მუშებმა საბჭოთა კავშირის ბელადს ძალიან უჩვეულო ხანჯალირევოლვერი აჩუქეს. ოკეანისგაღმელმა მოკავშირეებმა საჩუქარი დაუკავშირეს ნაცისტურ გერმანიაზე მომავალ გამარჯვებას.

ოსტატებს ყოველთვის, ყველა პერიოდში სურდათ, რომ იარაღი რაც შეიძლება უნივერსალური ყოფილიყო. ეს საკითხი ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქის დაწყებისთანავე დადგა დღის წესრიგში, თანაც ძალიან მწვავედ.

ასეთი “შემოქმედების” ნათელი მაგალითია ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ჰიბრიდი-ნიმუშების შექმნა. რა თქმა უნდა, ასეთი ნიმუშები, ხშირად ძალიან რთული, გამოდიოდა საწარმოებლად და ექსპლუატაციისთვის, მაგრამ ამას არ დაუცხრია კონსტრუქტორების ლტოლვა ასეთი ნიმუშების შექმნისკენ.

ასეთი იარაღის ერთი ძალიან საინტერესო ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ რუსეთის თანამედროვე ისტორიის მუზეუმში. იქ ინახება ხანჯალირევოლვერი ტალღოვანი პირით. გვერდით არსებული წარწერის მიხედვით, იარაღი შექმნილია ამერიკელი მუშების მიერ და ის აჩუქეს სტალინს. მონაცემები იმის შესახებ, სად, ვინ და კონკრეტულად როდის შექმნა ასეთი უჩვეულო საჩუქარი, არ არსებობს.

ხანჯლის სიგრძე 410 მმ-ია, თვითონ ხანჯლის პირის სიგრძე კი 276 მმ-ს შეადგენს. ვადასთან ხანჯალი სქელია, თვითონ ვადა (ტარი) გაკეთებულია ხისგან და დაფარულია ლაკით. დოლურაზე შეამჩნევთ 4 ნახვრეტს.

ვადის ბოლოში არის რგოლი ტყავის პატარა ქამრით. სინამდვილეში ეს იარაღი არ არის რევოლვერი. ეს არის სწორლულიანი პისტოლეტი. დასარტყამ-გამშვები მექანიზმი მოთავსებულია ხანჯლის ვადაში, რომელიც სროლისას ბრუნავს.

საჩუქარი ბელადისთვის: ხანჯალ-პისტოლეტი, რომელიც ამერიკელმა ებრაელმა მუშებმა სტალინს აჩუქეს

ხანჯალპისტოლეტის დიზაინი ისეა შესრულებული, რომ კონსტრუქციის არასწორად აწყობა შეუძლებელია. იარაღში იდება ვაზნა 32SW. ეს კლასიკური ამერიკული ვაზნაა, რომელიც შეესაბამება ევროპულ 7,62 მმიანს. პისტოლეტს არ აქვს ჩახმახის შესაყენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იარაღში ვაზნის ჩადების შემდეგ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ამ ყველაფრით ჩანს, რომ ეს იარაღი არა პრაქტიკული საგანი, არამედ მხოლოდ ძვირფასი საჩუქარია.

ხანჯლის ერთ ნაწილზე, რომელიც ლულას ერწყმის, არის წარწერა: „To Marshal Yosef Stalin / may ist 1944” (“მარშალ იოსებ სტალინს / 1-ელი მაისი, 1944 წ”), იარაღის დაშლისას შეძლებთ, ნახოთ კიდევ ერთი გზავნილი საჩუქრის ავტორებისგან: With love and respect / from J.A. and respect / from J.A. Meyers and Jim Compana / Los Angeles, California “ (“სიყვარულითა და პატივისცემით ჯ. ა. მაიერისა და ჯიმ კომპანასგან, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია”). იარაღზე ნახავთ, აგრეთვე, ლენინის პორტრეტსა და სსრკ-ის გერბს (სხვათა შორის, ის შესრულებულია შეცდომებით).

კიდევ ერთ საინტერესო დეტალად ითვლება გერბის ლენტებზე იდიშზე, ძველ ებრაულ ენაზე, შესრულებული წარწერა: ყველა ხალხის ბედნიერებისთვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here