ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის (რუსეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) შეხვედრა ნიუ–იორკში
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა ქვეყნის ლიდერს სურს, “იმსჯელოს შეიარაღების კონტროლზე”. “ეს სურს რუსეთსაც, ვფიქრობ, მათი მხრიდან ბრძნული გადაწყვეტილებაა ამის მიღწევა. ჩვენი მხრიდანაც. და ამაზე ჩვენ ნიუ-იორკში ვიმსჯელებთ”, _ განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
აშშ-ის ლიდერის ინიციატივამ უკვე მოიპოვა მხარდაჭერა საფრანგეთსა და ჩინეთში, ბრიტანეთში კი თქვეს, რომ უფრო დეტალურ წინადადებებს ელოდებიან. კრემლმა განაცხადა, რომ სამიტის დეტალებზე წერილს გაგზავნიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 ქვეყნის სამიტი შეიძლება სექტემბერში ნიუ-იორკში საიუბილეო სესიაზე გაიმართოს.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა