ბოსნია–ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში ფაშისტებისგან აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია ეძღვნება წითელი არმიისა და მისი მოკავშირეების მოქმედებებს იუგოსლავიაში 1944 წელს. ლაპარაკია ბელგრადის შეტევით ოპერაციაზე, ბრძოლების გმირებზე, იმის შესახებ, როგორ ეხმარებოდა სსრკ ქვეყანას იარაღითა და ტექნიკით, იუგოსლავიელი ხალხის დამოკიდებულებაზე განმათავისუფლებლების მიმართ.
ბევრი დოკუმენტი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა გრიფით “საიდუმლო”. ასეთი გამოფენები უკვე გაიმართა ბულგარეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.