იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 7 დეკემბერს თავის ევროკავშირელ კოლეგებს მოუწოდა, გამართონ პოლიტიკური დისკუსიები, სანამ კენჭს უყრიან ანტირუსული სანქციების მორიგ გახანგრძლივებას.
წინა დღეს დი მაიო თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს მასპინძლობდა. იტალია, დიდი ხანია, ანტირუსული სანქციების გაუქმების მომხრეა.