მოლდოვას ახალი პრემიერი ჰყავს _ იონ კიკუ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
14 ნოემბერს იან კიკუ ოფიციალურად შეუდგა მუშაობას პრემიერმინისტრის რანგში. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 62-მა დეპუტატმა: სოციალისტებმა და დემოკრატებმა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ პარტია “შორისა” და ბლოკ ACUM-ის წარმომადგენლები, რომლის მთავრობა რამდენიმე დღის წინათ გადააყენეს.
პრემიერის პოსტზე იონ კიკუს კანდიდატურა მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა წარადგინა. პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობამ იონ კიკუს ხელმძღვანელობით ფიცი დადო პრეზიდენტის წინაშე.
9 მინისტრიდან 6 პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველია.