საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2020 წლის მაისში მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილის გამო გამართულ ღონისძიებებს დაესწრება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან–ივ ლე დრიანმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული “ინტერფაქსი” ავრცელებს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ 2020 წლის 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე თანხმობა 17 ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, მათ შორის: ინდოეთის, კუბის, ჩეხეთის, ვენესუელის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და სერბეთის.