ვაშინგტონს მიაჩნია, რომ მოსკოვმა და პეკინმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეიარაღებაზე კონტროლის ახალი სისტემის შემუშავება-შექმნაში.
ამაზეა ლაპარაკი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასული კვირის პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან შტატების გამოსვლის შესახებ.
“აშშ მოუწოდებს რუსეთსა და ჩინეთს, გამოიყენონ შექმნილი მდგომარეობა, რათა რეალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება”, _ ნათქვამია განცხადებაში.