აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით საუბრისას, რომელიც ამერიკის მხარის ინიციატივით გაიმართა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ციმბირში ბუნებრივი ხანძრების ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა.
პრეზიდენტმა პუტინმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა კოლეგას ყურადღებიანი დამოკიდებულებისა და დახმარების სურვილისთვის.
პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელი კოლეგის წინადადება შეაფასა, როგორც მომავალში მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლო საწინდარი.
ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის საკითხები, შეთანხმდნენ სამომავლო კონტაქტებზე.