გერმანიაში დაიღუპა 8 წლის ბავშვი, რომელსაც კაცმა ხელი ჰკრა და ჩქაროსნული მატარებლის ქვეშ ჩააგდო, _ იუწყება Deutsche Welle.
შემთხვევა ქალაქ ფრანკფურტის რკინიგზის მთავარ სადგურზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, კაცმა 8 წლის ბიჭი ბაქნიდან გადააგდო, რის შემდეგაც ბავშვის დედის გადაგდებასაც შეეცადა. მომხდარის შემდეგ ბოროტმოქმედმა გაქცევა დააპირა, მაგრამ ის თვითმხილველებმა დააკავეს. ის ერითრეის მოქალაქეა.