ეძებს არა პირმშვენიერ მილიარდერ საქმროს თავისი ქალიშვილისთვის, არამედ თავმდაბალ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას. პრეტენდენტი ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მისდევდეს, განათლებული უნდა იყოს და ერკვეოდეს დურიანის _ ეგზოტიკური ხილის _ მოყვანა–მოშენებაში.
ტაილანდელმა სასიძოს პოვნის კონკურსი სოცქსელებში გამოაცხადა. პოტენციურ სასიძოს 10 მილიონ ბათს (ტაილანდის ვალუტას) და თავის ხილის იმპერიას დაჰპირდა.
ერთი დღის განმავლობაში მილიონერმა ასობით განაცხადი მიიღო, _ იუწყება The Straits Times. 1 აპრილს გაირკვევა გამარჯვებულის ვინაობა. ამბობენ, რომ ფინალური შეჯიბრება სახალისო სანახავი იქნება. ქალიშვილი მამის ინიციატივას მშვიდად მოეკიდა. “წუნია არ ვარ, _ განაცხადა საპატარძლომ, _ ისეთი ქმარი მინდა მყავდეს, რომელთან ერთადაც შემეძლება წვეულებებზე წასვლა და სელფის გადაღება. განსაკუთრებით ლამაზი არ ვარ, ამიტომ ნებისმიერი გარეგნობის კაცს გავყვები.