ფლორიდის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლე გოგონები აღშფოთდნენ მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მათ მასწავლებელ კორი ფრენჩს ორივესთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. აღიარეს, რომ მასწავლებელს ხან მის სახლში, ხან კლასში ხვდებოდნენ, _ იუწყება New York Post.
ორივე გოგონამ განაცხადა, რომ 2015-დან 2017 წლამდე სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ კორი ფრენჩთან. ამ პერიოდში ისინი ნეპტუნ ბიჩის სკოლაში სწავლობდნენ. გაირკვა ისიც, რომ პატივცემული მასწავლებელი თითოეულს ცალ-ცალკე სიყვარულს ეფიცებოდა და ან კოლორადოში, ან ალიასკაზე მასთან (ერთ-ერთთან) ერთად გადახვეწა ჰქონდა დაგეგმილი.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, გოგონები კორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ აპირებენ. ადვოკატის განცხადებით, მათ არ სურთ, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება.