Home რუბრიკები საზოგადოება მიმართვა თანამემამულეებისადმი

მიმართვა თანამემამულეებისადმი

775
მიმართვა თანამემამულეებისადმი

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,

ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს,

ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,

მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!”

ლადო ასათიანი

საქართველოს შადიმანები არასდროს რომ არ აკლდნენ, არახალია. შევარდნაძის ვერაგული მოღვაწეობა, მიმართული საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის საწინააღმდეგოდ, რომელიც სათავეს იღებს 1972 წლის სექტემბრიდან, დღემდე რომ გრძელდება, ნათელია. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: დაწყებული მასობრივი დაპატიმრებებით, “თვითმფრინავისბიჭებისადა მათთან ერთად იმ მომენტისთვის(!) უდანაშაულო მღვდლის _ თევდორე ჩიხლაძის დახვრეტა! მისი ხელდასხმით, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, უკიდურესი სისასტიკის სადამსჯელო ექსპედიციების (ეგზეკუციების) ხუთგზის მოწყობა, რაც არანაკლები სისასტიკით უფრო უარეს ფორმებში გაიმეორეს ნაცებმა ისევ სამეგრელოში.

აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” პროვოცირებულმა ძმათამკვლელმა ომებმა უამრავი ახალგაზრდის და არა მარტო ახალგაზრდის, ბევრი “ძველგაზრდის” სიცოცხლეც შეიწირა. დაღუპულებს დარჩათ ოჯახები (მშობლები, მეუღლეები, შვილები), რომლებიც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ სხვადასხვა დახმარებას.

საჭიროა, გვახსოვდეს დიდი გალაკტიონის ომახიანი შეძახილი: “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!” როდესაც სავალალოდ იქცა მურმან ლებანიძის დიდი ხნის წინათ ავი წინათგრძნობით დაწერილი სტრიქონები: აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს, ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის…”, დღეს, როგორც არასდროს, წინა პლანზე იწევს ჩვენი ძირძველი კუთხეების, უფრო სწორად, აფხაზი და ოსი თანამოძმეების დაბრუნების იდეა. აგრეთვე, ბრძოლებში (აქეთაც და იქითაც, რომელიც გაიმეორეს 2008 წლის 8 აგვისტოს) ათასობით გმირულად დაცემული მებრძოლის სახელის უკვდავსაყოფად და მათი ოჯახების წევრთა სოციალური დაცვის საკითხები. ამას ემატება იმ უბედურებების დროს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ათიათასობით დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ზრუნვა.

ნამდვილად დადგა დრო, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა ნასისხლარზე მშვიდობიანი, წითელი ყაყაჩოები აბრიალდეს.

ამ უდავოდ კეთილშობილური მიზნების განხორციელების საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილის შესატანად დაფუძნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფის საქველმოქმედო ფონდისანთელი”. ფონდის დამფუძნებელი გახლავართ მე, ანზორ ალექსანდრეს ძე დანელია, ორი დაღუპული მებრძოლის მამა, ხოლო ფონდის გამგეობის წევრია დაღუპული მებრძოლის, ირაკლი დანელიას, შვილი _ გიორგი დანელია.

ფონდის ძირითადი მიზნებია:

* დაღუპულების უმწეო ოჯახების ეტაპობრივი დახმარება;

* დაღუპულების სწავლაში წარჩინებული შვილებისთვის სტიპენდიის დანიშვნა;

* დაღუპულების შვილებისთვის სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებლობის ფარგლებში;

* დაღუპულების ოჯახების წევრების მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება;

* ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების სახელზე ახალი მემორიალების მოწყობა რეგიონებში მათი დაბადების ადგილებზე, ანუ მათ მშობლიურ კუთხეში;

* პრესსამსახურის დაარსება და გაზეთის გამოშვება;

* დაღუპულების ხსოვნის მუზეუმის დაარსება.

ტრადიციულად, საქართველოს არასოდეს ჰკლებია ქველმოქმედი, კეთილი, მოწყალე, ანუ, როგორც სულხან-საბა განმარტავს, “წყალობის მქმნელი” ადამიანები. ამის დასტურად ზუბალაშვილებისა და სარაჯიშვილების საყოველთაოდ ცნობილი გვარებისა და მათი წამოწყებების გახსენებაც კმარა. სწორედ ასეთ, სიკეთისა და სამადლო საქმის მქმნელ პიროვნებებზე წერს დიდი ილია: “მადლისმყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა!”

ქველმოქმედები არც დღეს აკლია საქართველოს.

ამდენად, ვიმედოვნებ, რომ შეძლებისდაგვარად თანადგომას, შემწეობასა და დახმარებას არ დაიშურებთ ფონდსანთელისთვის”. თქვენს წვლილს შეიტანთ მისი გაძლიერებაგანმტკიცებისა და მისი კეთილშობილურ მიზნების განხორციელებაში. თქვენი თანადგომა იქნება კიდევ ერთი ანთებული სანთელი, მიძღვნილი მათი უმანკო ხსოვნისადმი.

ჩვენი რეკვიზიტებია:

ანგარიშის მიმღები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფის საქველმოქმედო ფონდისანთელი”.

ანგარიშის ნომერი: GE67LB0115114294158000

ანგარიშის ვალუტა: ლარი

მიმღების ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE40LB0115114294158001

ანგარიშის ვალუტა: USD

მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE13LB0115114294158002

ანგარიშის ვალუტა: EUR

მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

მიმღები ბანკის SWIFTკოდი LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE13115114294158003

ანგარიშის ვალუტა: RUB

მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბაბკი

იმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

გფარავდეთ მამაზეციერი და დედა ღვთისმშობელი! ამინ!

პატივისცემით და კეთილი სურვილებით, ფონდსანთელისთავმჯდომარე, ორი დაღუპული მებრძოლის მამა

ანზორ დანელია

1 COMMENT

  1. სასურველია, ასეთი სამარცხვინო ინფორმაცია გამოქვეყნდეს ამ ბინძური ტიპების სიფათების გარეშე! რაც შეეხება იოსებ სტალინის პიროვნების, მსოფლიოს წინაშე დამსახურებაზე კიდევ ბევრი ითქმება. ის ისტო-
    რიაში დარჩება როგორც უკვდავი ფენიქსი! ანზორი დანელია, ორი დაღუპული მებრძოლის მამა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here