საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარტში, აშშ–ში ოფიციალური ვიზიტის დროს დააჯარიმეს. მას ჯარიმა სასტუმროში სიგარეტის მოწევის გამო გამოუწერეს. გაზეთ Primetime-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით პრეზიდენტი 750 დოლარით დააჯარიმეს.
პრეზიდენტის პროტოკოლის ყოფილი უფროსი კარლო ცქიტიშვილი „იმედის კვირასთან“ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გარკვეულ ხარჯებს პროტოკოლი ფარავს (ექსტრა ხარჯებს). ასევე მისთვის, უცნობი არ არის ის დოკუმენტები, რომლითაც ჩანს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასტუმროს ჯარიმას ბიუჯეტიდან იხდიდა.
2018 წლის მაისში პრეზიდენტის მისამართით ბრალდების საგანი გახდა მისი სამივლინებო ხარჯებიც. გასული წლის ოქტომებრში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა, საზღვარგარეთ მივლინებებში, 200 ათასამდე ლარი დახარჯა.