Home რუბრიკები პოლიტიკა ალტერნატიული ქართული ლობი ვაშინგტონში

ალტერნატიული ქართული ლობი ვაშინგტონში

655

ქართველმა მილიარდერმა და ცნობილმა დეპუტატმა ოპოზიციონერმა ცოტა ხნის წინ ფართო ლობისტური კამპანია გააჩაღა ვაშინგტონში, – წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy–ს ჟურნალისტი ჯოშ როგინი თავის ბლოგში. „თუ საქართველოს მთავრობის ლობისტური საქმიანობის შესახებ ბევრი დაწერილა, ამ კამპანიის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი“, – აღნიშნავს ავტორი.

გუშინ ობამამ მიხეილ სააკაშვილი ოვალურ კაბინეტში მიიღო. ეს საქართველო–ამერიკის ურთიერთობებში მიღწევებზე მეტყველებს, აგრეთვე სააკაშვილის ლობისტი ფირმების – Orion Strategies–ის და The Podesta Group–ის მიღწევებზეც.მაგრამ თუ სააკაშვილი The New York Times–ში ან Washington Post–ში ჩაიხედავდა, ობამასადმი ღია წერილს ნახავდა, რომელიც რეკლამის უფლებით იყო გამოქვეყნებული. პუბლიკაციის საფასური მილიარდერმა ივანიშვილმა გადაიხადა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ირაკლი ალასანიასთან, – სააკაშვილის მთავარ პოლიტიკურ მეტოქესთან. ტექსტში იმის მტკიცებაა, რომ საქართველოში დღეს „მართვის სუპერცენტრალიზებული, თითქმის ნეობოლშევიკური სტილია“, რომელიც ქვეყნის პროგრესს და თვით დღევანდელი რეჟიმის მიღწევებს ხელს უშლის. ავტორები მოუწოდებენ დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობას, წაახალისონ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და უზრუნველყონ ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ჟურნალისტი წერს, თუ რა თანხები აიღეს ლობისტებმა: ფირმა BGR Group–ს ივანიშვილი თვეში 25 ათას დოლარს უხდის, კონსულტატ სემ პეტენს – 20 ათასს თვეში. თანხების გადახდა ლონდონში მდებარე ფირმა BGR-Garbara ltd–ს მეშვეობით ხდება. იგი აგრეთვე უხდის პეტენს თვეში 10 ათას დოლარს ალასანიასთან მუშაობის საფასურად. BGR–ს წერილების თანახმად, მათთან კონტრაქტით ნატოში აშშ–ს ყოფილი წარმომადგენელი კურტ ვოლკერიც მუშაობს.

„ივანიშვილის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ იგი რუსეთის დაფინანსებული ოლიგარქია, ხოლო მისი პროგრამა ანტიდასავლურია“, – ნათქვამია სტატიაში. ავტორის მონაცემებით, ივანიშვილი რუსეთში 90–იან წლებში გამდიდრდა და ახლაც, სულ ცოტა, 1%–იან წილს ფლობს „გაზპრომში“. ალასანიამ ახლახანს ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრიორიტეტული ამოცანაა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ხოლო „ნატოში შესვლა – მიუღწევადი მიზანი“.

თავის მხრივ, პეტენი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნების წინ ერთბაშად ორი ბრძოლა მიმდინარეობს „ქართული და ვაშინგტონული ელექტორატისთვის“, რადგან „ვაშინგტონი საქართველოს მფარველია“. თავად ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რის დემონსტრირებასაც მსოფლიოსთვის ცდილობს: სააკაშვილის მთავრობის ალტერნატივა არსებობს. „რამდენიმე თვეში ჩვენ შევცვლით ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულებას, რეალობას ვაჩვენებთ მათ“, – განაცხადა მან ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here