Home ახალი ამბები მსოფლიო მერკელი: ევროკავშირის ქვეყნები ერთიანი ფრონტით გამოვლენ აშშ-ის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადების წინააღმდეგ

მერკელი: ევროკავშირის ქვეყნები ერთიანი ფრონტით გამოვლენ აშშ-ის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადების წინააღმდეგ

1227
მერკელი

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის შემზღუდველი ზომებიარ უპასუხებს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესებს”.

“ევროკავშირის ქვეყნები ერთიანი ფრონტით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ბაჟის წინააღმდეგ”, _ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პორტუგალიის პრემიერმინისტრ ანტონიო კიშტასთან ერთად 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერკელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ “ვუპასუხოთ გაბედული და ერთიანი მეთოდით”. მერკელის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული შემზღუდველი ზომები “არ უპასუხებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს”, _ იუწყება სააგენტო France-Press.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 23 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ახალი საბაჟო გადასახადები ფოლადსა (25%) და ალუმინზე (10%) ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც პროდუქციას აშშ-ს აწვდიან. ამ საკითხზე 1 ივლისამდე ვადა გაუგრძელა ავსტრალიას, არგენტინას, ბრაზილიას, კანადას, მექსიკას, კორეის რესპუბლიკას, აგრეთვე, ევროკავშირის ქვეყნებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here