Home ახალი ამბები მსოფლიო ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პოლიგონი ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პოლიგონი ააფეთქა

1033
კორეა

კორეის სახალხოდემოკრატიულმა რესპუბლიკამ უცხოელი ჟურნალისტების თვალწინ ააფეთქა თავისი ბირთვული პოლიგონი, _ იუწყება Time.

გამოცემის თანახმად, აფეთქებების სერია რამდენიმე საათის განმავლობაში განხორციელდა. ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად განადგურდა გვირაბები, რომლებიც ექვსი ბირთვული გამოცდისას გამოიყენეს. პოლიგონზე განადგურდა დაკვირვების პუნქტები, დაცვის ნაგებობები და რამდენიმე სხვა ობიექტი.

“რია ნოვოსტი” კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული იარაღის ინსტიტუტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პოლიგონის განადგურება ადასტურებს “ქვეყნის სამშვიდობო ძალისხმევის” ურყევობას.

ფხენიანის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და სამხრეთ კორეამ მოილაპარაკეს, რომ აღარასოდეს იომებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. 27 აპრილს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ჩრდილოეთისა და სამხრეთის დეკლარაციას, რომელშიც ლაპარაკია კორეის ნახევარკუნძულის “სრული დენუკლეარიზაციის” დაწყებაზე. ჩრდილოეთისა და სამხრეთის გამაგრებული სასაზღვრო ზონა “მშვიდობის ზონად” გამოცხადდა.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს ქვეყნები საომრად ერთმანეთს აღარასოდეს დაუპირისპირდებიან და დაიწყებენ ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებთან მრავალმხრივი მოლაპარაკების პროცესს.

ამასობაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოახერხა, გაეუქმებინა კიმ ჩენ ინთან ანონსირებული შეხვედრა, შემდეგ უარეყო ეს გადაწყვეტილება და განეცხადებინა, რომ შეხვედრა მაინც გაიმართება.  ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება სინგაპურშია დაგეგმილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here