Home ახალი ამბები მსოფლიო “ფანტასტიკური იდეაა”: ევროდეპუტატმა “უკვდავი პოლკი” შეაფასა

“ფანტასტიკური იდეაა”: ევროდეპუტატმა “უკვდავი პოლკი” შეაფასა

1239
“ფანტასტიკური” იდეა: ევროდეპუტატმა “უკვდავი პოლკი” შეაფასა

ევროპარლამენტის დეპუტატმა, ბრიტანელმა ქალბატონმა ჯენის ეტკინსონმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულუკვდავი პოლკისმსვლელობაში და უმაღლესი შეფასება მისცა მილიონთა ამ აქციას.

იგი დემონსტნანტთა კოლონას მამამისის _ ჯორჯ კომბსის პორტრეტით შეუერთდა. ჯორჯ კომბსი 1944 წლის “ჩრდილოეთის ბადრაგის” მონაწილე იყო, რომლის მეშვეობთ მოკავშირეები საბჭოა კავშირს ამარაგებდნენ “ლენდ-ლიზით” გათვალისწინებული ტექნიკით, აღჭურვილობითა და პროდუქტებით. ეტკინსონის თქმით, სწორედ საბჭოთა კავშირმა დააჯილდოვა მამამისი პირველი მედლით. ევროდეპუტატმა აქციის იდეას “ფანტასტიკური” უწოდა.

პოლიტიკოსის აზრით, “უკვდავი პოლკი” ომის მონაწილეებისადმი პატივისცემის გამოხატვის, მათი არდავიწყების შესანიშნავი საშუალებაა, ამასთანავე, არგუმენტია გარდასული საშინელებების განმეორების წინააღმდეგ.

ნიშანდობლივია, რომ რიგაში “უკვდავი პოლკის” მსვლელობაში მონაწილეობდა 15 ათასი ადამიანი, რაც ამ ქალაქისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here