Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

1279
თვითმკვლელობის კაფსულა
ვიკი ჰუპერი

გაინტერესებთთვითმკვლელობის კაფსული”? _ ინებეთ!

დაკრძალვის ინდუსტრიის გამოფენაზე, რომელიც ამსტერდამში მოეწყო, დამთვალიერებლებს წარუდგინეს უჩეულო ექსპონატითვითმკვლელობის კაფსული”, რომელიც შექმნეს ჰოლანდიელმა დიზაინერმა ალექსანდრე ბანიკმა და ავსტრალიელმა აქტივისტმა ფილიპ ნიჩკემ.

ნიჩკე ევთანაზიის ლეგალიზაციისთვის წლების განმავლობაში იბრძოდა. გამომგონებელთა მტკიცებით, ეს მოწყობილობა უიმედო ავადმყოფებს ამ ქვეყანასთან განშორებას გაუადვილებს.

კაფსულში მოთავსებული თვითმკვლელები მხოლოდ მსუბუქ თავბრუსხვევას იგრძნობენ, შემდეგ გონებას დაკარგავენ და მოკვდებიან. გამოფენაზე ექსპონირებულია მაკეტი, რომლის ტესტირება შეიძლება, თუ მსურველი VR-სათვალეს გაიკეთებს და ვირტუალურად კაფსულში მოთავსებული აღმოჩნდება.

ევთანაზიის გაოფიციალების შემდეგ ჰოლანდიასა და ბელგიაში 26 პროცენტით იმატა თვითმკვლელობის შემთხვევებმა, ხოლო სულიერი ავადმყოფების ევთანაზიით მოკვდინების ოდენობა ნიდერლანდში ოთხჯერ გაიზარდა. თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს ისეთი ავადმყოფებიც, რომლებსაც აქვთ მოტივი, იცოცხლონ: ბელგიაში ახლახან ევთანაზიით თავი მოიკლა 2012 წლის პარაოლიმპიადის ჩემპიონმა ქალმა.

ევთანაზია უპრობლემოდ ჩაეწერა დასავლურ ცხოვრების წესში, რომლითაც სიკვდილი ისევეა წარმოდგენილი, როგორც სიცოცხლის უფლება. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ფაშიზმს, ოღონდ უფრო დახვეწილი კაცთმოძულეობაა და ამიტომ უფრო საშიშია და დაუნდობელი.

მართლაც, რა საჭიროა ადამიანების შეყრა “გაზის კამერებში”, როცა შეიძლება სიცოცხლის სურვილი ჩაუკლა მომხმარებელი საზოგადოების მოწყენილობაში ჩაკეტილ მასას, შემდეგ კი შესთავაზო გამოსავალი _ სიკვდილი, რომელიც მოგებას მოგიტანს?! კანადაში, მაგალითად, ახლახან გამოქვეყნდა ცინიკური გამოკვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევთანაზიამ ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად შეიძლება 139 მილიონი დოლარი დაუზოგოს. ეს ძალიან ჰგავს ფაშისტების სტატისტიკას, რომლის მიხედვით 1939-1941 წლებში “T-4” პროგრამის განხორციელებით რაიხმა “დაზოგა” 885 მილიონი მარკა 70 ათასი ავადმყოფის იძულებითი მოკვდინების გზით.

აი, ასეთი ზნეობრივი სიმაღლეებისკენ გვიბიძგებენ ადამიანის “სრული თავისუფლებისთვის” მებრძოლი შიგა და გარე ძალები.

შონ ქოული
შონ ქოული

მამამ თავის საყვარელს 11 წლის აუტისტი ვაჟიშვილი გააუპატიურებინა

მამამ და მისმა საყვარელმა აუტიზმით დაავადებული 11 წლის ბიჭი, რომელსაც მიაჩნდა, რომ გეია, გააუპატიურეს. 29 წლის შონ ქოულს და ჰაჯიდე მურს, რომლებსაც ამის ჩადენაში ედებათ ბრალი, სამუდამო პატიმრობა ელით.

მოძალადენი აშშ-ის, ალაბამას შტატის ქალაქ ჰანსტვილში ცხოვრობენ.

ბიჭი მამასთან სახლში იმყოფებოდა, მას მამა თავს დაადგა, როცა სხვა ბიჭთან ჰომოსექსუალური თამაშით იყო გართული. შონმა სთხოვა თავის 20 წლის საყვარელს _ მურს, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა და ამ მეთოდით “გამოესწორებინა” თავისი ვაჟიშვილი.

როცა ბიჭი დაბრუნდა ჯორჯიაში, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა, დედას სექსის შესახებ შეკითხვები დაუსვა. ქალი დაეჭვდა, რომ რაღაც მოხდა და, ბოლოს და ბოლოს, გამოტეხა შვილი. დედა დაუყოვნებლივ გაემგზავრა ჰანტსვილში და პოლიციელებს მოუყვა შვილზე ძალადობის ამბავს.

საქმე აღიძრა. სასამართლომ განხილვა დაიწყო.

ვიკი ჰუპერი
ვიკი ჰუპერი

მომვლელ ქალს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

გამოცემამირორიდეტალურად აღწერს, როგორ შეუვარდა მომვლელი ქალი ვიკი ჰუპერი ნერვული აშლილობით დაავადებულ პაციენტს საშხაპეში და გაუპატიურება დაუპირა.

სასამართლომ ვიკი ჰუპერს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას აეკრძალა მომვლელად მუშაობა.

“თქვენ ამბობთ, რომ ბისექსუალი ხართ, მაგრამ ამ ქალს არ უნდოდა, რომ მასთან სექსუალური ურთიერთობა გქონოდათ. იგი თავს სრულიად დაუცველად გრძნობდა, თქვენ კი ეჭვქვეშ დააყენეთ, საერთოდ, მისი არსებობა”, _ განუცხადა ჰუპერს მოსამართლემ.

სასამართლომ იგი სექსუალურ დამნაშავეთა სიაში 10 წლის ვადით ჩაწერა.

კერი ჰოფმანი
კერი ჰოფმანი

ქმარმა აიძულა ცოლი, ეღიარებინა 15 წლის მოსწავლის გაუპატიურება

35 წლის ოკლაჰომელი კერი ჰოფმანი პოლიციის განყოფილებაში ქმართან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ მან არაერთხელ იძალადა თავის 15 წლის მოსწავლეზე.

კერიმ აღიარა, რომ მოსწავლეს Facebook Messenger-ით უკავშირდებოდა და უთანხმდებოდა, სად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს _ მამამისის გარაჟში თუ მანქანაში. მასწავლებელმა ქალმა ისიც აღიარა, რომ პირველად სექსუალური ურთიერთობა ბიჭთან დაამყარა მაშინ, როცა მოსწავლეები მასწავლებლების საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ოკლაჰომა-სიტისში მიჰყავდა. ყმაწვილს მარტოს იტოვებდა და მასთან სექსით ერთობოდა. კერი ამჟამად გისოსებს მიღმაა, მაგრამ შეიძლება დროებით გაათავისუფლონ 30 ათასი დოლარის გირაოს შეტანის შემდეგ.

ემი ნოვაჩეკი

ცეკვის მასწავლებელ ქალს ქორწილამდე ერთი კვირით ადრე 13 წლის მოსწავლესთან ჰქონდა სექსი

25 წლის ემი ნოვაჩეკმა, სადმე მოფარებულ ადგილას კი არა, საკლასო ოთახში თავის მოსწავლესთან დაამყარა სქესობრივი ურთიერთობა.

ავხორცმა დედაკაცმა, რომელიც ნებრასკის (აშშ) შტატის მკვიდრია, თავისი შიშველი ფოტოებით აღაგზნო ბიჭი და ისიც არ გაჯიუტებულა.

ემი ცეკვის მასწავლებლად მუშაობდა მორტონ მაგნეტის საშუალო სკოლაში (ოკლაჰომა) 2015 წლიდან. ქრისტეშობას ბოიფრენდზე დაინიშნა. ქორწილი გაზაფხულზე უნდა გადაეხადათ.

საქართველოში კი გაევროპელებული ფემინისტები სრული სერიოზულობით განიხილავენ “ქალწულობის ინსტიტუტის მოძველებული ტრადიციის პრობლემას”.

მომზადდა People, Daily Starისა და გაზეთმირორისმასალების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here