Home რუბრიკები საზოგადოება ქრისტიანობასთან ბრძოლის ქრონიკები და გაბუნიაზე მზრუნველი “ქართული ოცნება”

ქრისტიანობასთან ბრძოლის ქრონიკები და გაბუნიაზე მზრუნველი “ქართული ოცნება”

2670
სამება

კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ამერიკის ერთადერთი მტერი მართლმადიდებლობაა”, _ ამ ფრაზას პოლონური წარმოშობის ამერიკელ პოლიტოლოგსა და სოციოლოგს, აშშის 39- პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის, მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში _ ზბიგნევ ბჟეზინსკის (1928-2017) მიაწერენ. უცნობია, სად და ვისთან თქვა ეს სიტყვები ბჟეზინსკიმ, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ 1991 წლიდან, სსრკის დანგრევის შემდეგ დაიწყო მართლმადიდებლობაზე გააფთრებული შეტევა.

ანტიმართლმადიდებლური ძალების პირველი სამიზნე იუგოსლავია იყო.

კოსოვო, რომელიც 1990-იან წლებში “დემოკრატიულმა დასავლეთმა” სერბეთს წაჰგლიჯა, მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ წმინდა მიწად ითვლებოდა, რადგან ამ პატარა მხარეში მდებარეობდა 1400-მდე მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტერი, მაგრამ დღეს ყველაფერი, რაც კი ქრისტიანობასთან ასოცირდებოდა, მიწასთანაა გასწორებული და ეს გააკეთა ნატომ ალბანელი ექსტრემისტების წახალისებითა და უშუალო მონაწილეობით.

1999 წელს, მართლმადიდებლურ აღდგომას, ნატოს ავიაციამ უმოწყალოდ დაბომბა სერბეთის ტერიტორია, ესროდნენ მართლმადიდებლურ ძეგლებს, ჭურვებზე კი ეწერა: “გილოცავთ აღდგომას!”. ნატოს მონაცემებით, 35 ათასი ავიადარტყმა განახორციელეს. იუგოსლავიას 3 ათასი ფრთოსანი რაკეტა, 25 ათასი ტონა (ზოგიერთი მონაცემით _ 79 ათასი) ასაფეთქებელი ნივთიერება დაატყდა თავს; დაიღუპა _ 5700 ადამიანი, მათ შორის, 400 ბავშვი; დაიჭრა _ 7000-მდე მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის, 2000-ზე მეტი ბავშვი; უგზოუკვლოდ დაიკარგა 821 ადამიანი; მატერიალურმა ზიანმა, რომელიც იუგოსლავიას მიადგა, 200 მილიარდი დოლარი შეადგინა.

“ამჟამად ქრისტიანების სასტიკმა დევნა-შევიწროებამ არნახული მასშტაბი მიიღო”, _ აღნიშნულია კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია Aid to the Church in Need-ის 2017 წლის ანგარიშში, _ ამასთანავე, ქრისტიანების დევნის, მეთოდები სულ უფრო სასტიკი ხდება. ბევრ ქვეყანაში ვითარება კვლევის ჩატარების პერიოდამდე ისეთი სერიოზული იყო, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, კიდევ უფრო თუ გაუარესდებოდა”, _ ნათქვამია ანგარიშში სახელწოდებით ტანჯულები და დავიწყებულები?”, _ მაგრამ ეს მაინც მოხდა… მხოლოდ 2016 წელს მსოფლიოში 600 ათასმა ქრისტიანმა განიცადა დევნაშევიწროება ამა თუ იმ ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ყოველთვის რთულია, უეჭველია, რომ ქრისტიანების დევნის მასშტაბი კვლავ დიდია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში”.

მამაოები ვაშინგტონში
მამაოები ვაშინგტონში

ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება ქრისტიანების მდგომარეობის გამო ახლო აღმოსავლეთში და ნათქვამია, რომ “ქრისტიანებისა და სხვა რელიგიის წარმომადგენლების განადგურება ყოველთვის იყო და არის გაცხადებული მიზანი ერაყში, სირიასა და ამ რეგიონის სხვა ნაწილებში, მათ შორის, ეგვიპტეში მოქმედი ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფებებისა. ანგარიშში მოყვანილია ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის _ ანტონი აუდოს სიტყვები, რომ ბოლო 5 წელიწადში ქრისტიანთა რაოდენობა რეგიონში 1,2 მლნ-ით შემცირდა და ახლა (2016 წელს) მხოლოდ 500 ათასს შეადგენს.

კერძოდ, ერაყის ქრისტიანული მოსახლეობა 2015 წელთან 2 წელიწადში 275 ათასიდან 150 ათასამდე შემცირდა და, თუ მათი განადგურება კვლავაც ასეთი ტემპით გაგრძელდება, 2020 წელს ამ ქვეყანაში საერთოდ აღარ იცხოვრებს ქრისტიანი, თუმცა, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების განდევნის შემდეგ, ნინევიის ველზე ათასობით ქრისტიანი დაუბრუნდა თავის კერას.

ქრისტიანებს გენოციდი მოუწყვეს ნიგერიის ჩრდილოეთში, სადაც “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ბოკო ჰარამმა” მასშტაბური კამპანია გააჩაღა ქრისტიანების გასანადგურებლად”.

2014 წლიდან ქრისტიანები იდევნებოდნენ ინდოეთშიც, სადაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა ინდური ნაციონალიზმის ულტრამემარჯვენე პარტია “ბჰარატია ჯანათა ჰარტი”, რომელსაც ხელმძღვანელობს ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი. ანალოგიური ტენდენცია აღინიშნება ჩინეთშიც, სადაც ანგრევენ ქრისტიანულ ეკლესიებს და ანადგურებენ ჯვრებს.

* 2018 წლის იანვარში, შობის დღესასწაულზე ნიგერიაში 4 ქრისტიანი მოკლეს, 10 _ დაჭრეს;

* მუსლიმანებმა პაკისტანის ქალაქ კვეტაში 9 ქრისტიანი მოკლეს და 50-ზე მეტი _ დაჭრეს;

* 2017 წლის ბოლოს ეგვიპტეში მოკლეს კათოლიკე მღვდელი. “მე ალაჰი მეუბნებოდა, მომეკლა ის”, _ განაცხადა თავდამსხმელმა.

იმავე წლის 9 აპრილს ეგვიპტეში ააფეთქეს კოპტების ორი ეკლესია, დაიღუპა ათეულობით ადამიანი;

* კენიაში “ალ-შაბ-ააბის” ტერორისტებმა თავი მოჰკვეთეს 9 ქრისტიანს;

* შრილანკაზე ბუდისტების ჯგუფმა სრულიად გაანადგურა პროტესტანტული ეკლესია;

* 2016 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 90 ათასი ქრისტიანი მოკლეს რწმენის გამო, მილიარდზე მეტი _ კი სასტიკად იდევნებოდა.

გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია

საქართველოში მართლმადიდებლობაზე შეტევა ხელისუფლების სათავეში “ნაციონალური მოძრაობის” მოსვლისთანავე დაიწყო _ 2004 წლის 12 მარტს ნაციონალებმა შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, “მარადმწვანე” პარლამენტარ (ამჟამადაც პარლამენტარია) გია ბარამიძის მეთაურობით, გლდანის ეკლესია დაარბიეს, ტაძრის კარი სატვირთო ავტომანქანით შელეწეს, ხელკეტებით სცემეს მრევლს, ქალები თმით ათრიეს.

ამ სადამსჯელო აქციაში, გია ბარამიძესთან ერთად, მონაწილეობდნენ: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი. ეკლესიის წინამძღოლი მამა ბასილი და მისი მხარდამჭერი პეტრე ივანიძე კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. როგორც ჩანს, ეს იყო შურისძიება 1999 წლის ინციდენტის გამო, როდესაც მამა ბასილის მხარდამჭერებმა ქვებით შეიარაღებული გიგა ბოკერია და დავით პაიჭაძე გალახეს.

ამის შემდეგ დაიწყო საპატრიარქოს საქმეებში სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა, შეტევა პატრიარქსა და მარლთმადიდებლურ ღირებულებებზე.

2012 წელს, როდესაც ხალხმა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი მოიშორა, ბევრს ეგონა, რომ მართლმადიდებლობასა და ქართულ ტრადიციულ ფასეულობებზე შეტევა შეწყდებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით

ნინო ჯანგირაშვილი
ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნება”, უკვე მე-6 წელიწადია, ხელისუფლების სათავეშია და, შეიძლება ითქვას, ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური საქმიანობით არათუ გაუტოლდა “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიან სისხლიან რეჟიმს, არამედ გაუსწრო კიდეც. სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, კერძოდ, 2013 წელს, იყო ჰომოსექსუალთა მხრიდან ე.წ. აღლუმის გამართვის მცდელობა, რომელიც კრახით დასრულდა ასი ათასამდე მართლმადიდებლის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო. 2013 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს დაეკისრა ვალდებულება, მიეღო კანონი, რომელიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული და, მიუხედავად ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტისა, საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს ერთხმად(!) მიიღო ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი. ეს არის ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის განმტკიცება-პროპაგანდისკენ გადადგმული ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს 2018 წლის სამოქმედო გეგმაში შეტანილი აქვს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა17 მაისს(?)…

ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში მოიმატა მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელმა თავხედურმა გამოხდომებმა არასამთავრობოებისა თუ ცალკეული პირების მხრიდან:

* 2017 წლის 11 მაისს ორმა პირმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში, ლგბტ-ის დროშა ააფრიალა;

* სოციალურ ქსელში ვინმე კობა ბიწაძემ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ ფრიალებს დროშა ბაგრატის ტაძრის ეზოში. ამ ფოტოს აქვს მინაწერი: “ამ ეკლესიის ეზოში მაქვს ნატ…ები რამდენჯერმე ბიჭებთან და პრობლემაა რამე?”

*”კომპანია “აიისამ” გამოუშვა პრეზერვატივები, რომლებზეც წმინდანი მეფე თამარია გამოსახული, წარწერით “სამეფო კარი თამარში”, პრეზერვატივის სხვა პაკეტზე “ქართვლის დედაა” წარწერით: “მე არ მსურს, ვიყო დედაშენი _ ქართველი ქალი წარმატებული და ემანსიპირებულია”;

* მიმდინარე წლის 3 თებერვალს კი ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა, ვინმე გიორგი მაისურაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მუქარის შემცველი განცხადება:

მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ”.

“ამ ტექსტით, მინდა, მივმართო ლიბერალური ფასეულობების და საღი, თავისუფალი აზროვნების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. დროა, ყველაფერს ღიად დაერქვას თავისი სახელი. ილუზიებში ნუ იცხოვრებთ, მეგობრებო! დღეს მართლმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, თვით თავისუფლების უწმინდეს იდეაზე. არა საპატრიარქოს, არა რომელიმე მღვდელმსახურს, არა პარლამენტს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ, პირველ რიგში, სწორედ _ მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ, რუსულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიას. სწორედ მართლმადიდებლობა, და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება, არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა. და ყველა მისი მიმდევარი სინათლისა და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვითცნობიერებელი მტერია. ამიტომ ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა კანონიერი საშუალებით, სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ ამ ანტიპროგრესულ, ანტიცივილურ იდეას საქართველოში, ამ სიბნელის, აგრესიისა და უძრაობის დასაყრდენს მართლმადიდებლური რწმენის სახით”.

* ახლახან, 19 მარტს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტკრიპტუმის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ყველა ქრისტიანისთვის შეურაცხმყოფელი რამ განაცხადა:

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა ან უარესი _ მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად”.

ამ განცხადების გამო საზოგადოების აღშფოთების შემდეგ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის სახელით მორწმუნე ადამიანებს ბოდიში მოუხადა, ტელეკომპანიის ეთიკის კომისიამ კი გაბუნიას საყვედური გამოუცხადა.

ამის მიუხედავად, მეორე დღეს, 20 მარტს, გიორგი გაბუნიამ უტიფრად განაცხადა, რომ არავინ შეურაცხუყვია და ბოდიშის მოხდას არ აპირებს(?!) _ ნ.კ.).

სოსო ოხანაშვილი
სოსო ოხანაშვილი

ამას მოჰყვა “ქართული მარშის” საპროტესტო აქცია “რუსთავი 2”-ის შენობასთან _ აქციის მონაწილეები ტელევიზიის ეზოში არ უშვებდნენ გიორგი გაბუნიას და მას ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ. იყო შეძახილები “საყურეებს მოგაძრობ”… გადმოდი მანქანიდან” და ა.შ. როგორც ქართული მედიასაშუალებები წერდნენ, “აქციის მონაწილეებმა “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, მაგრამ თითქმის არაფერი უთქვამთ იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანმა აკადრა მართლმადიდებლებს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს, ანუ ე.წ. ლიბერალურმა მასმედიამ და გრანტიჭამია არასამთავრობოებმა გაბუნიას მიმართ მუქარა “საყურეებს მოგაძრობ” დიდ დანაშაულად ჩათვალეს, ხოლო ქრისტეზე უტიფარი ხუმრობა და ქრისტიანული სამყაროს შეურაცხყოფა _ გამოხატვის თავისუფლებად (?! _ ნ.კ.). ისე, საინტერესოა: როგორ მოიქცევიან ე.წ. ლიბერალური მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, ვინმემ მუსლიმანთა ან იუდეველთა რელიგიური გრძნობები რომ შეურაცხყოს?!

მომხდარს საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა და სახელმწიფოსრელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფისკენმოუწოდა.

“ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. არის არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია “აიისას” და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და “რუსთავი 2”-ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა”, _ ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ამ ფაქტებს “მოჰყვა ცალკეული მოქალაქეების, “ქართული მარშისა” და ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან მკვეთრი რეაგირება”. “ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთანავე, მკვეთრ რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რათა მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.

გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან, ამიტომაც მივმართავთ მორწმუნეთ: ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და, საერთოდ, ყველას: ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს”, _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებას მოჰყვა დასავლეთისადმი მონური მორჩილებით გამორჩეული საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური პასუხი _ “ქართული მარშის” 6 წევრის დაპატიმრება მუხლით, რომელიც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს(!). არადა, შარშან, დეკემბერში, ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირდაპირ ეთერშიკეთილებიაგინა დეპუტატ ნიკა მელიას, მაგრამ ის არათუ დააპატიმრეს, ჯარიმაც კი არ გამოუწერეს.

ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას, რომელიც ამბობს, რომ “მუდმივ სტრესში უწევს მუშაობა და ქუჩაში გადაადგილება”, დაცვა დაუნიშნა, რათა თავიდან, არათუ საყურე, თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტ ზაზა დავითაიას თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” (ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი კობა ხაბაზი, რომელიც კიევის ცენტრში შეკრებილი ხალხის დასახოცად ქართველი სნაიპერების ჩაყვანის ერთ-ერთ ორგანიზატორად დაასახელეს ამ სნაიპერებმა) წევრები და სასტიკად გაუსწორდნენ, მაგრამ არავინ დაუსჯიათ, “ქართული მარშის” წევრები კი სასწრაფოდ დააპატიმრეს. მათ გაბუნიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2-დან 5 წლამდე ციხე ემუქრებათ.

ეს ბაკქანალია _ მართლმადიდებლობაზე თავდასხმები, რომლებსაც ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელევიზიების, აგრეთვე, სამთავრობო სტრუქტურებში მოკალათებული პირების ხელით ახორციელებს, თვით დედაეკლესიაში შიგა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამის დასტურია ე.წ. ციანიდის საქმე, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები, რომლებიც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ხელისუფლებაში, ისე საპატრიარქოში ბევრია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი პირი.

ამის დასტურია ციანიდის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, ამჟამად უცხოეთში გაქცეული სოსო ოხანაშვილის ბიოგრაფიაც. ოხანაშვილმა, რომელიც საპატრიარქოში “ნაცმოძრაობამ” ჩანერგა და რომელსაც თავის დროზე დიდი გავლენა ჰქონდა საპატრიარქოში, 1998-2003 წლებში აშშ-ში გაიარა სპეცდანიშნულების რაზმის წევრობის მოსამზადებელი რამდენიმე კურსი; 2003 წელს გახდა “მწვანე ბერეტი”. ოხანაშვილი მხარს უჭერს სააკაშვილის მეხოტბე მეუფე კალისტრატეს, მიტროპოლიტ დიმიტრის, მეუფე პეტრეს (ცაავას).

საპატრიარქოში შექმნილ რთულ ვითარებასა და განხეთქილებაზე მიუთითებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტები ვაშინგტონში. აღსანიშნავია, რომ იმ მღდელმთავრებმა, რომლებიც ადრე ანტილიბერალური გამონათქვამებით გამოირჩეოდნენ, რომ იტყვიან, ფირფიტა გადააბრუნეს და ახლა დასავლური ფასეულობების დამცველებად მოაქვთ თავი, ხოტბას ასხამენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ლამისაა, სექსუალური უმცირესობების დამცველებად მოგვევლინონ.

როგორც ხედავთ, არ ცხრება .. ლიბერალების შეტევები და ტერორი მართლმადიდებლების მიმართ. ამ სულგაყიდული სუბიექტების ერთადერთი მიზანი ყოველივე ქართულის, მართლმადიდებლების შეურაცხყოფაა და ამას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ.

აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოზარდეს პოლიტიკოსების მთელი თაობა, და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ უნდა განადგურდეს ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი და ცხოვრების წესი აქვს, ვიდრე დასავლურ (ლიბერალურ) წარმოდგენებშია; ამ გზაზე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს მართლმადიდებლური აზროვნება პოლიტიკაში; იდეოლოგია, დაფუძნებული მართლმადიდებლურ ფასეულობებზე, რომელიც აერთიანებს ხალხს დასავლური ნეოლიბერალური ფსევდოფასეულობების წინააღმდეგ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

ცნობისათვის: ენციკლოპედიამსოფლიოს რელიგიებისმონაცემებით, დედამიწაზე მცხოვრები 7,6 მლრდ ადამიანიდან 2,3 მლრდ ქრისტიანია (მოსახლეობის 33,2%), 1,5 მლრდ _ მუსლიმანი (22,4%), 950 მლნ _ ინდუისტი (13,7%), 639 მლნ _ აგნოსტიკოსი (9,3%), ბუდისტი _ 469 მლნ (6,8%), იუდეველი 12,2 მლნ და სხვ. ათეისტების რაოდენობა 138,5 მლნია.

ქრისტიანობა აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას:

* კათოლიკები _ 1,2 მლრდ;

* პროტესტანტები _ 800 მლნ. პროტესტანტებს შორის არიან ორმოცდაათიანელები (279 მლნ), ანგლიკანები, ბაპტისტები, ლუთერანები, მეთოდისტები და სხვ.;

* მართლმადიდებლები დაძველი აღმოსავლურიეკლესიები. მართლმადიდებელია 15 ავტოკეფალური ეკლესია, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მორწმუნეთა საერთო რაოდენობაა 227 მლნ;

* ძველ აღმოსავლურ ეკლესიაში მორწმუნეთა რაოდენობა 70 მლნია;

* მარგინალი ქრისტიანები (მორმონები, იეღოვას მოწმეები და სხვ.) 33 მლნ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here