Home რუბრიკები ეკონომიკა 2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 156 081 151 ლარი დახარჯა

2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 156 081 151 ლარი დახარჯა

724

“ამბები.გე-მ” “ქართუ ჯგუფისგან” ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიში გამოითხოვა. 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე სულ 1 156 081 151 ლარი დახარჯა. ქველმოქმედება ფონდების _ “ქართუ”, “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი” და ასოციაცია “ატუს” მეშვეობით ხორციელდებოდა. თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებსა და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებაზე გადანაწილდა. ფონდ “ქართუს” 2005-2010 წლებში ქველმოქმედების სახით დახარჯული აქვს 966 565 155 ლარი, “ისტორიულ ძელგთა დაცვისა და გადარჩენის ფონდს” – 56 186 113 ლარი, ხოლო ასოციაცია “ატუს” _ 133 329 883 ლარი.
2010 წელი

2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” შემოსავლის სახით მიღებული აქვს 134 499 001 ლარი, რომელიც სრულად გახარჯულია ქველმოქმედებაში.
2010 წლის პროგრამული ანგარიშის თანახმად, 18 089 169 ლარით ფონდი კულტურისა და ხელოვნების სფეროს დაეხმარა.
სოფლის მეურნეობის სფერო “ქართუმ” 2010 წელს 884 509 ლარით დააფინანსა. ფონდისვე კუთვნილმა ასოციაცია “ატუ”-მ რეგიონალურ განვითარებაში 2010 წელს 88 385 025 ლარი დახარჯა.
2009 წელი
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” 2009 წელს ქველმოქმედების სახით სულ გაცემული აქვს 125 391 897 ლარი.
ფონდ “ქართუს” ოფიციალური მონაცემების თანახმად, ხელოვნების დამსახურებული მუშაკებზე, სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე სოციალური დახმარების სახით სულ 7 875 065 ლარი აქვს გაცემული.
2008 წელი
“საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის” 2008 წლის ანგარიშში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხის სახით 4 198 162 ლარია აღნუსხული. თანხა 113 ეკლესიის რესტავრაციაზე დაიხარჯა.
ფონდმა “ქართუმ” 10 სხვადასხვა სფერო დააფინანსა. 2008 წელს ქველმოქმედების სახით ფონდმა 170 223 837 ლარი დახარჯა.
2007 წელი
“საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა” 2007 წელს ქველმოქმედებაზე 2 818 094 ლარი დახარჯა. თანხით დაფინანსდა ისტორიულ-კულტურული ძეგლების, კერძოდ, 81 ეკლესიის რესტავრაცია.
ამავე წელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” ქველმოქმედებას 181 916 475 ლარი მოახმარა. თანხა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას, კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარებისა და უძრავი ქონების სფეროებს, ასევე სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობას მოხმარდა.
2006 წელი
ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს ფონდმა “ქართუმ” 272 933 005 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა, მათ შორის – მედიცინის სფეროსთვის გამოიყო 38 401 243 ლარი, განათლების სფეროსთვის – 37 255 889 ლარი, ხოლო 9 280 000 ლარი – სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის.
ამავე წელს “საქართველოს ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა” 69 ისტორიული ძეგლისა და ეკლესიის მშენებლობა დააფინანსა, რაზეც 2 349 883 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება ასოციაცია “ატუ”-ს, 2006 წელს ასოციაციამ დახარჯა 146 139 009 ლარი, მათ შორის 36 704 936 ლარით დაფინანსდა დასვენებისა და კულტურულ-გასართობი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო 24 218 341 ლარით _ განათლების ობიექტები.
2005 წელი
ოფიციალური მონაცემებით, ფონდმა “ქართუმ” 2005 წელს 81 600 900 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა, მათ შორის, რეგიონალური სოციალური განვითარების პროექტებს ფონდიდან 45 040 002 ლარი მოხმარდა, კულტურის სფეროს _ 16 585 793 ლარი, ხოლო საეკლესიო მშენებლობებს _ 10 090 382 ლარი. ამავე წელს “საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა” 15 ძეგლისა და ეკლესიის რესტავრაცია დააფინანსა, რაზეც 419 027 ლარი დაიხარჯა.
ასოციაცია “ატუმ” 2005 წელს ქველმოქმედების სახით 44 944 858 ლარი დახარჯა, მათ შორის – 32 780 274 ლარი სხვადასხვა ობიექტების მშენებლობასა და მასალებს მოხმარდა, ხოლო 6 069 121 ლარი _ გზების მშენებლობას.
სრული ვერსია იხ.
საიტზე www.ambebi.ge
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here