ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მიმართვას ავრცელებს:
„ამასწინათ ერთ ჩემ არც თუ ისე შორეულ, 26 წლის ნაცნობს კონფლიქტი ჰქონდა ემიგრანტ დედასთან – ფული დროზე გამომიგზავნე და ბინა მიყიდე, თორემ ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა. ისე გავცოფდი, ლამის შევთავაზე 10 წლის მანძილზე გადაკარგულ და ფაქტობრივად, შვილის გამო მონად მომუშავე ქალს, რომ მე გავუწევდი შვილის მაგივრობას და მისი შვილად წოდებული ნაგავი არაფერს იმსახურებდა მისგან!
სხვა ქეისიც იყო ადრე, ქალი 7 წელი ინახავდა ქმარს და შვილებს, ქმარი თავის მხრივ საყვარელს და ამას იმით ხსნიდა, რომ ამდენი ხანი სექსის გარეშე აბა როგორ ეცხოვრა. თითქოს ემიგრანტ ცოლს არ ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები და სქესიდან გამომდინარე, ავტომატურად ეკისრებოდა თმენის ვალდებულება. ჩამოვიდა და დახვდა გაუცხოვება მთელი ოჯახის მხრიდან, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, რომ დაბრუნდა და ოჯახს შემოსავალი მოაკლო.
უკეთესი შემთხვევაც არსებობს, ამერიკაში წასულმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა, გაიცნო ადგილობრივი მამაკაცი, დაქორწინდა და ქმარს „პენსია” შეუწყვიტა, რის შემდეგაც ქმარიც და მისი მეგობარი ქალიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამერიკაში დაქორწინებული ემიგრანტი ქალი კი – მომენტალურად „ბოზად” შეირაცხა, რაც დიდი იმედი მაქვს სულ ფეხებზე ჰკიდია.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა რამდენიმე თხოვნით მოგმართოთ, ძვირფასო და კეთილო ემიგრანტო ქალებო:
1. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არ გაქვთ მუქთახორა ქმრების და სრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება, ძიძად აქაც იმუშავებთ და გარკვეული შემოსავალიც გექნებათ, თუ ფუფუნებაში უნდათ ცხოვრება, კეთილი ინებონ და ასწიონ თავადაც ერთი ადგილი!
2. გთხოვთ, დაივიწყეთ გამოთქმა: შვილია და რა ვქნა. წახვალთ, გამოზრდით, დაბრუნდებით და თითქოს უცხო ხართ მათთვის, თითქოს დამნაშავე ხართ, რომ შემოსავლის წყარო მოაკელით და იმდენს ვეღარ ხარჯავთ მათ გართობაში.
3. კი ბატონო, ამაში ლომის წილი თქვენია, თქვენ გაანებივრეთ ქმარი, შვილის ნაცვლად კიდევ – დედის კალთას გამოკერებული, ვერ რეალიზებული არსება გამოზარდეთ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. აიძულეთ იცხოვროს, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა და ეს არასდროს არის გვიან.
4. პრობლემების დიდი ნაწილი სათავეს გაუნათლებლობიდან და სიბნელიდან იღებს! ეცადეთ ბავშვობიდან ჩაუნერგოთ ბავშვებს, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს და სრულწლოვანება დამოუკიდებლობის სინონიმი უნდა გახდეს.
5. იფიქრეთ ცივი გონებით, გჭირდებათ კი შვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ უყვარხართ, როცა ფინანსურად უზრუნველყოფთ და საერთოდ არ ფიქრობს თქვენს ბედნიერებაზე?
6. წადით ქმართან ერთად, თუ კონტრარგუმენტი ის არის, რომ კაცი ძიძად ვერ იმუშავებს, მშენებლობაზე დაასაქმებთ, ან მებაღედ, ან პროფესიის შესაბამის სამსახურს მოძებნის.
ჩემი ოჯახი მდიდარი არასდროს ყოფილა და ფინანსური ჩავარდნებიც ხშირად გვქონდა. ნებისმიერ ასაკში, ოდესმე რომ დედაჩემს ეთქვა, წლობით უნდა გადავიკარგო, რომ შენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდესო, იმავე დღეს გავიდოდი ქუჩაში და ვიმუშავებდი ნებისმიერ სამსახურში, ოღონდ დედა ჩემს გვერდით შემენარჩუნებინა!
ვერანაირი ფინანსური კომპენსაცია ვერ შემიცვლიდა დედას და მის გარეშე „მაძღრობის” ნაცვლად, უალტერნატივოდ ავირჩევდი მასთან ერთად შიმშილს.
როგორ არ გრცხვენიათ მუქთახორა და უმადურო შვილებო?!“ – ნათქვამია შეროზიას მიმართვაში.
10 წელია მეც წამოსული ვარ და ვმუშაობ ანკარაში, შვილები და მეუღლეც მეძახიან ჩამოდი და აქ იყავიო. ბოლო 3 წელია ჩამოვდივარ რომ აღარ დავტოვო ჩემი სახლი, მაგრამ შემოსავალი რომ არ მაქვს მარტო ჰაერით ვერ ვიკვებები. პენსიამდე ისიც მათხოვრულ კაპიკებამდე ჯერ ვერ მივედი და ვის შევეზიარო ლუკმაში. იქნერ რამე რეალური შესთავაზოთ ემიგრანტებს სანამ კრიტიკას დააყრით და დაბრუნებას მოუწოდებთ. მეუღლეც მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე არაფერს თაკილობდა და ყველას უფასოდ უნდა გამოიყენოს წაქცეული ადამიანი.ერთეულებით ყველას ერთ ტაფაში ნუ ხარშავთ. მოწოდება ადვილია და ხელის გაწოდებას არავინ ფიქრობს და არც ცდილობს