Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველოში ყოველი 1000-ადამიანიდან 800-ს ბანკის ვალი აქვს, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში პირველ...

საქართველოში ყოველი 1000-ადამიანიდან 800-ს ბანკის ვალი აქვს, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა

კრედიტი

ეკონომიკის საკითხების ექსპერტ მიხეილ დუნდუას განცხადებით, საქართველოში ყოველი 1000-დან 800-მდე ადამიანს ბანკის ვალი აქვს და ბანკის ვალის მქონე მოქალაქეების მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

“ეს არის მსოფლიოს ისტორიული მაქსიმუმი. არც ერთ წელს, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ის, რაც საქართველოს შესახებ მსოფლიო სავალუტო ფონდის ანგარიშში წერია. საქართველო პირველ ადგილზეა ბანკის ვალის მქონე მოსახლეობით. ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც მკვეთრად არიან დამოკიდებულნი საბანკო სექტორზე. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, გვიქმნის რწმენას, რომ აუცილებელია, ქვეყანაში გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რათა ინვესტიციები ჩაიდოს ეკონომიკაში”, _ განაცხადა დუნდუამ. მისი თქმით, არ შეიძლება, მოქალაქეს სესხი შემოსავლის დადასტურების გარეშე მისცე. “საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა და ეს ჩვენმა ეროვნულმა ბანკის მხრიდან აუცილებელად გასათვალისწინებელია: როცა საცალო სესხს გასცემს კომერციული ბანკი, მისი გადახდის, დაფარვის გრაფიკი უნდა იყოს მოქალაქის შემოსავლის ნაწილი. მოქალაქე თავისი შემოსავლის უმეტეს ნაწილს ბანკს არ უნდა უხდიდეს. ეროვნულ ვალუტაში სასურველია, რომ ეს იყოს 30%, ხოლო უცხოურ ვალუტაში _ 20%. ვიმედოვნებ, თვის ბოლოს შეასრულებს ამას ეროვნული ბანკი. უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა შეიზღუდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს რეკომენდაციაც უნდა შესრულდეს. არ შეიძლება მოქალაქეს სესხი მისი შემოსავლის დადასტურების გარეშე მიეწოდოს”, _ განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here