Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქეები ევროპაში ტერაქტების საფრთხეზე გააფრთხილა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქეები ევროპაში ტერაქტების საფრთხეზე გააფრთხილა

820

“მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპაში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე შენარჩუნდება”. – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.


უწყება ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტერაქტები, რომლებიც “ალ ქაიდამ” და ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” განახორციელეს, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ევროპაში მორიგ თავდასხმას გეგმავენ.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, ტერორისტული საფრთხის ყველაზე მაღალი დონე ტურისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, ტურისტულ ატრაქციონებზე, ბაზრებზე, სამთავრობო ოფისებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here