Home ახალი ამბები მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში 100 000 -ზე მეტმა მოქალაქემ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირა. რეფორმის დაწყებიდან დღემდე სააგენტოს ამ მოთხოვნით 170 ათასამდე მოქალაქემ მიმართა.


მესაკუთრის უფლებების დაცვის მიზნით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც 2016 წლის 1-ლი აგვისტოს დაიწყო. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული.

„სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია დაუნიშნა.

რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც და იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ.

ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1-ლი სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტის შესაბამისად სრულდება“,- განაცხადეს საჯარო რეესტრში.

ელექტრონული პროგრამა, რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა (www.napr.gov.ge) განთავსებული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს (მიღებული განცხადებები საქართველოს მასშტაბით და მუნიციპალიტეტების მიხედვით, წარმატებით დასრულებული რეგისტრაციები, სხვა უწყებებში საბუთების მოძიებისათვის გადაგზავნილი მოთხოვნები და სხვ.).

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405, საჯარო რეესტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ან ელექტრონული ფოსტით info@napr.gov.ge.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here